სიახლეები

რაში იხარჯება აჭარის სარეზერვო ფონდი

30.05.2012 • • 1107
რაში იხარჯება აჭარის სარეზერვო ფონდი

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

2011 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, რომელიც მთავრობამ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, წლის განმავლობაში ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, სარეზერვო ფონდიდან ყველაზე ბევრი თანხა – 92 ათასი ლარი დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარაში მცხოვრებ ხუთ და მეტშვილიანი დედებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით გამოიყო. ყველაზე ცოტა – 4 500 ლარით კი მოქალაქე ქეთევან ბოლქვაძეს მკურნალობის ხარჯები დაუფარეს.

ლევან ვარშალომიძის ბრძანებით სარეზერვო ფონდიდან 31 000 ლარი გამოიყო შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 2011 წლის თებერვალში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. მაისის თვეში სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადად დაეხმარნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს, ამისთვის 39 600 ლარი გამოიყო.

სარეზერვო ფონდიდან 6 700 ლარი ერგო სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახებს. დოკუმენტში მითითებული ინფორმაციის თანახმად, ამ თანხით მეზღვაურების ნათესავი და ოჯახის ადვოკატი საბერძნეთში მეზღვაურთა გათავისუფლების საშუამავლო კომპანიის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრნენ.

აგვისტოში, ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, 32 000 ლარი გამოიყო საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით. 40 000 ლარით დაეხმარა მთავრობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს.

ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან 46 000 ლარი, სტიქიით დაზარალებულებისთვის კი – 10 000 ლარი გამოიყო.

ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გაიღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლისა და ლევან ვარშალომიძის ყოფილი მრჩეველის, პროფესორ მალხაზ სიორიძის დაკრძალვის ხარჯები, სულ 15 700 ლარი.

დამატებით მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 33900 ლარი ლეიკემიით დაავადებულებული სამი მოქალაქის საზღვარგარეთ მკურნალობისა და პროტეზირების ხარჯის დასაფარად გამოყო.

გადაბეჭდვის წესი