სიახლეები

პრეზიდენტი ციგურებზე

30.05.2012 • • 1148
პრეზიდენტი ციგურებზე

ავტორი:ცაგო კახაბერიძე

ფოტო: მირანდა მიქაძე

ბათუმის ახალ ბულვარში მიხეილ სააკაშვილმა ყინულის სასახლე გახსნა; პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად ბოლომდე დაესწრო საზეიმო კონცერტს, რომელშიც ბათუმელი, თბილისელი და ზუგდიდელი მოციგურავეები მონაწილეობდნენ;
ღონისძიება ელენე გედევანიშვილის გამოსვლამ დახურა; რომლის შემდეგაც მოედანზე თავად პრეზიდენტიც შევიდა, ის ბავშვებთან ერთად 15 წუთის განმავლობაში სრიალებდა; ღონისძიებას ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, განათლების მინისტრი გია აბულაძე და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ;

სასახლის ხელმძღვანელობის ინფორმაციით ახალი ყინულის სასახლე ოლიმპიური სტანდარტებისაა და 2500 მაყურებელზეა გათვლილი,  ყინულის საფარი კი რომელიც სლოვაკმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს 30 მეტრი სიგანისაა;

ყინულის სასახლის მშენებლობა ბათუმის ახალ ბულვარში მაისში დაიწყო, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია `ბრაით ლაითი~ აწარმოებდა და მშენებლობისთვის 2 მილიონ 500 ათასი  ლარი დაიხარჯა;

გადაბეჭდვის წესი