სიახლეები

პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სახლში

30.05.2012 • • 1317
პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სახლში

ავტორი:ნათიაზოიძე
აშშ-ის “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) პოლიტიკურ პარტიებს რეიტინგებს დღეიდან, ეტაპობრივად, გააცნობს. ამის შესახებ „ბათუმელებს ” NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ NDI პოლიტიკური პარტიების რეიტინგს არ ასაჯაროებს იგინაციონალური არხების ეთერით ცნობილი მაინც ხდება .არის შემთხვევები როცა მედიით გავრცელებული პოლიტიკური პარტიების შესახებ რეიტინგები NDI –ის კვლევის ზუსტი ასლი არ არის. ამ უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით ნავარო არ გეგმავს, რომ თავად ოფისმა გასააჯაროს პოლიტიკური რეიტინგები”ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას,რომ ვთქვათ,გავრცელებული ინფორმაცია არ შეესააბამება რეალობას”–აცხადებს ნავარო გაზეთ “ბათუმელებთან” საუბარში.

მანამდე კი იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგები ჯერ თბილისში შემდეგ ბათუმში. ამ გამოკითხვის თანახმად საქართველოში 55 პროცენტი საუბრობს პოლიტიკაზე და აქედან 84 პროცენტი პოლიტიკაზე სახლში, უბანში საუბრობს, ბირჟაზე– 26 პროცენტი, სუფრაზე– 19, სამსახურში- 13, სასწავლებელში კი მხოლოდ 1 პროცენტი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ბათუმში

NDI(აშშ–ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) კვლევების მიხედვით ბათუმში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხად გამოკითხულთა 55 პროცენტს კომუნალური მომსახურების ღირებულება მიაჩნია.

ბათუმში საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია წლებია მიმდინარეობს და არის გარეუბნები, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე მიერთებული არ არის, თუმცა ამ საკითხს მნიშვნელოვან თემად გამოკითხულთა მხოლოდ 4 პროცენტი მიიჩნევს.

სამართლიანი არჩევნები ერთ–ერთი მთავარი ეროვნული მნიშვნელობის თემაა ბათუმელებისთვის

ეროვნული მასშტაბით სამუშაო ადგილები მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 63 პროცენტისთვის, ბათუმში კი გამოკითხულთა 57 პროცენტს მიაჩნია სამუშაო ადგილები მნიშვნელოვან თემად. საინტერესო სტატისტიკა ფიქსირდება სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით: თუ ქვეყნის მასშტაბით სამართლიანი არჩევნები მნიშვნელოვანი თემაა მხოლოდ 10 პროცენტისთვის, ბათუმში მას მნიშვნელოვნად გამოკითხულთა 19 პროცენტი მიიჩნევს.

ბათუმში ასევე შედარებით მაღალი მაჩვენებელია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, თუ ქვეყნის მასშტაბით ეს ციფრი შეადგენს 4 პროცენტს, ბათუმში გამოკითხულთა 6 პროცენტი მიიჩნევს მას ყველაზემნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად.

როგორი მიმართულებით ვითარდებ საქართველო? – ამ კითხვაზე ბათუმელი რესპონდენტების 9 პროცენტი პასუხობს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება. 53 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება.საქართველო საერთოდ არ იცვლება–ფიქრობს გამოკითხული ბათუმელების 13 პროცენტი, 5 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვას, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს – 48 პროცენტი ნაწილობრივ ეთანხმება, სრულად ამ პათოსს მხოლოდ 13 პროცენტი იზიარებს. 17 პროცენტი საერთოდ არ ეთანხმება ამ ფორმულირებას, 3 პროცენტი უარს აცხადებს პასუხზე, 4-მა პროცენტმა კი არ იცის ამ კითხვაზე პასუხი.

რომელ არხს უყურებენ ბათუმში?

ეროვნული მაუწყებლების ჩამონათვალში მოხდა აჭარის ტელევიზიაც. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განმარტა, ეს არხი თავს მიიჩნევს ეროვნულ და არა რეგიონულ მაუწყებლად და ამიტომ მოხვდა ნაციონალური ტელევიზიების რიგში. ჩამოთვლილი 9 ტელევიზიიდან ამ ტელევიზიას აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პასუხში– აჩვენებს,მაგრამ არ ვუყურებ (30 პროცენტი). ყურებადობის თვალსაზრისით ეროვნულ მაუწყებლებს შორის აჭარის ტელევიზიას მეოთხე ადგილი უჭირავს, “რუსთავი 2-ის”, „იმედისა“და საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ.

რაც შეხება „ტვ 25“-ს, მას გამოკითხულთა 75 პროცენტი უყურებს. რეგიონულ მაუწყებლებს შორის „ტვ 25“-ის გადაცემები არის პირველ ადგილზე პასუხით, რესპონდენტთა 61 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს არხი არც მთავრობისა და არც ოპოზიციის ინტერესს არ გამოხატავს.17-მა პროცენტმა არიცის ამ კითხვის პასუხი, 14 პროცენტს მიაჩნია, რომ არხის გადაცემები ოპოზიციის ინტერესების გამომხატველია, 7 პროცენტი კი მიიჩნევს, ის რომ მთავრობის ინტერესებს გამოხატავს.

გაზეთ „ბათუმელების“ კითხვას –რატომ არ ახორციელებს NDI ბეჭდური მედიისადმი საზოგადოებრივი აზრისკვლევას–ლუის ნავარო პასუხობს: „წინა კვლევებმა აჩვენა, რომ რესპონდენტები მხოლოდ კვირაში ერთხელ კითხულობენ ჟურნალებს და გაზეთებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ კვლევებში საზოგადოებრივი განწყობა ბეჭდური მედიის მიმართ ისევ გამოვავლინოთ.“

NDI–ის კვლევის შეფასება ბათუმის საკრებულოს მიერ

რამდენად მნიშვნელოვანია ამ კვლევის შედეგები ბათუმის საკრებულოსთვის და აპირებს თუ არა საკრებულო გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით?

საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი,ირაკლი ჩავლეიშვილი დარწმუნებულია, რომ NDI-ის კვლევების შემდეგ საკრებულოს უმრავლესობა კომუნალური გადასახადების თემას აღარ გადახედავს. ერთი თვის წინ საკრებულოში მიიღესგადაწყვეტილება, რომ სანდასუფთავების, წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადი ერთ ქვითარში იქნება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ირაკლი ჩავლეიშვილი შიშობს, რომ ბანკი ამ შემთხვევაში ქვითარზე დატანილი თანხის სრულად დაფარვას მოითხოვს, რის შედეგადაც თუ, მაგალითად, წყლის გადასახადი არ იქნება გადახდილი, აბონენტს შეიძლება ელექტროენერგიაც გაუთიშონ.

საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე, ჩავლეიშვილის შიშს, მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით,უსაფუძვლოდ მიიჩნევს. იგი ამბობს, რომ კომუნალური გადასახადების ქვითრების გაერთიანება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, თუ წყლის გადასახადს ვერ გადაიხდი,ელექტროენერგია გაგეთიშება. გიორგი კირთაძის ლოგიკა ასეთია: „ვინაიდან ჩვენ არ გაგვიძვირებია ტრანსპორტის ღირებულება და მეტნაკლებად გზები მოწესრიგებულია, ამიტომაც მოქალაქეებს რაღაც ხომ უნდა დაესახელებინათ, აქედან გამომდინარე, თქვეს, რომ კომუნალური გადასახადების ღირებულება მნიშვნელოვანი საკითხია“.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მიმართულებით პოლიტიკას არ გადახედავს, „რადგან სანდასუფთავებისა და წყლის მოსაკრებელი კი არარის მაღალი, რომლის ტარიფსაც საკრებულო ამტკიცებს, არამედ ელექტროენერგიის მომსახურების ღირებულებაა შედარებით ძვირი“.

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი ნათია აფხაზავა ამბობს, რომ ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე მათ ააწარმოვეს გამოკითხვა. ნათია აფხაზავა ამბობს, რომ არცერთ რესპონდენტს არ უთქვამს, კომუნალური გადასახადების ღირებულება არის პრობლემა. ამ გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეებმა მთავარ პრობლემად წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას მიიჩნიეს. NDI-ის კვლევისმიხედვით, კანალიზაცია ბათუმელთა მხოლოდ 4 პროცენტს მიაჩნია მნიშვნელოვან თემად.

NDI-ის (აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი)კვლევების მიხედვით ბათუმში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხად გამოკითხულთა 55 პროცენტს კომუნალური მომსახურების ღირებულება მიაჩნია. მეორე ადგილზეა გაზმომარაგება– 38 პროცენტით. ბათუმში გამოკითხულთა 28 პროცენტისთვის კი მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხი წყალმომარაგებაა. მნიშვნელოვან საკითხად გამოკითხულთა 22 პროცენტს გზები მიაჩნია,16 პროცენტს კი –112-ის მიერ მომსახურების თანხის ჩამოჭრა ტელეფონის ანგარიშიდან.

გადაბეჭდვის წესი