სიახლეები

პირველი ქართული უნივერსიტეტი

30.05.2012 • • 3199
პირველი ქართული უნივერსიტეტი

ირაკლი ირემაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) პირველ საათსა და 20 წუთზე. თბილისში გიმნაზიის ყოფილ შენობაში პირველი ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანი იყო ქართული საზოგადოებისათვის. ამას მოწმობს იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული უამრავი სტატია, რომელიც გაჯერებულია ეროვნული სულისკვეთებით.
ქართველი ერისათვის პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსება, საუკუნოვანი ოცნების ასრულებას ნიშნავდა. ქართველ ერს, როგორც იქნა მიეცა საკუთარი ეროვნული უნივერსიტეტის შექმნის საშუალება.
უნივერსიტეტის გახსნის დღისადმი მიძღვნილ სხდომაზე იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკოსისა და დიპლომატის აკაკი ჩხენკელის სიტყვები ნათლად გადმოგვცემს, იმ მნიშვნელობას, რაც გააჩნდა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებას. ჩხენკელის სიტყვებით `არცერთ ერს არ შეუძლია ილაპარაკოს თავის სრულასაკოვნებაზე, თუ მას არ გააჩნია უმაღლესი სასწავლებელი”.
1918 წლის იანვარ-თებერვლალში ქართული პრესის მთავარი თემა სწორედ უნივერსიტეტის გახსნა და მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა იყო. ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას კარგად ასახავს 1918 წლის 26 იანვარს სოციალ-ფედერალისტების გაზეთ `სახალხო საქმეში” გამოქვეყნებული სამსონ დადიანის სტატია `მეცნიერების ტაძარი”, სადაც ავტორი საუბრობს უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე და მის აუცილებლობაზე, ამასთანავე აღნიშნავს, რომ: `უნივერსიტეტი ქართულ ერში აანთებს ცოდნის-მეცნიერების ლამპარს, რომელიც არამარტო გაგვინათებს გზას, არამედ გაგვათბობსო კიდეც”.
უნივერსიტეტის გახსნას ეხმაურებოდნენ მუშები, ფოსტის წარმომადგენლები, ეროვნული უმცირესობები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. რიგით მოქალაქეებს უნივერსიტეტის სალაროში შეჰქონდათ გარკვეული თანხა. მაგალითად, ბათუმელმა, გვარად სიორიძემ 26 იანვარს უნივერსიტეტს შესწირა 300 მანეთი და ყოველწლიურ დახმარებასაც შეჰპირდა. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს, საზოგადოების განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე, პირველი ქართული უნივერსიტეტის მიმართ.
პირველი ქართული უნივერსიტეტის მთავარი სულის ჩამდგემილი გახლდათ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი. სწორედ მის სახელ ატარებს დღეს მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტი. ივ.ჯავახიშვილისა და მისი მეგობრების მუშაობის შედეგად ქართველ ერს აუსრულდა სანუკვარი ოცნება. ოცნება, რომლისთვისაც იბრძოდნენ: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე და სხვები.
პირველი ქართული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეადგენდნენ მსოფლიო დონის მეცნიერები: პეტრე მელიქიშვილი (უნივერსიტეტის პირველი ლექტორი), დიმიტრი უზნაძე (მსოფლიო დონის ფსიქოლოგი), კორნელი კეკელიძე, ანდრია რაზმაძე, აკაკი შანიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა ნუცუბიძე და სხვები.
უნივერსიტეტის პირველი ფაკულტეტი გახლდათ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. სწორედ ამ ფაკულტეტს ეყრდნობოდა უნივერსიტეტის ზოგადი კონცეფცია. ისწავლებოდა ის დისციპლინები, რაც გახლდათ დასავლური უნივერსიტეტების მთავარი მიმართულებები.
პირველი ქართული უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო და დღესაც რჩება ქართული საზოგადოების ინტელექტუალურ ცენტრად.

გადაბეჭდვის წესი