სიახლეები

პიაცას მეპატრონის შესახებ

30.05.2012 • • 2289
პიაცას მეპატრონის შესახებ

პიაცას მილიონერი მეპატრონე იტალიურ ეზოში, მამიდასთან ცხოვრობს

„პიაცას“ მეპატრონე რუსეთის მოქალაქე ირაკლი სამხარაძეა. ძველ ბათუმში კი „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ სამხარაძე, რომელმაც პიაცა 11 მილიონ ლარად შეიძინა, მთელი ზაფხულის განმავლობაში მათ უბანში, იტალიურ ეზოში, თავისი ნათესავის ბინაში ცხოვრობდა.

პიაცას ოფიციალური მფლობელი

ირაკლი სამხარაძის კომპანია – შპს „პიაცა ჰოლდინგი“ 2011 წლის 23 თებერვალს, ანუ „პიაცას“ აუქციონზე გამოტანამდე 35 დღით ადრე დაფუძნდა. სხვათა შორის, მერიას არ უცდია საერთაშორისო აუქციონის გამოცხადება, ანუ პიაცას გაყიდვის აუქციონში მხოლოდ ბიზნესმენმა სამხარაძემ მიიღო მონაწილეობა.
სამხარაძის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში წერია: – „იურიდიული მისამართი: ბათუმი, ჟორდანიას ქუჩა #20. დოკუმენტებში „პიაცას“ იურიდიულ მისამართად მითითებული 79 კვადრატული მეტრი ბინა ძველი ბათუმის იტალიურ ეზოში, ეკუთვნის ალბინა (დოდო) ზარქუას. ამ ეზოში ამბობენ, რომ დოდო ზარქუა, რომელთან დაკავშირება ამ მომენტისთვის შეუძლებელია, ირაკლი სამხარაძის მამიდაა. ჟორდანიას ქუჩაზე მცხოვრებთა ინფორმაციით, სამხარაძე მეუღლესთან და შვილთან – ლევან სამხარაძესთან ერთად მამიდასთან ცხოვრობს. „პიაცაზე მუშაობს“, – ამბობენ დოდო ზარქუას მეზობლები. მათ არაფერი სმენიათ იმის შესახებ, რომ პიაცა ირაკლი სამხარაძემ იყიდა.
ირაკლი სამხარაძეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტელეფონი გათიშული ჰქონდა, 18 სექტემბერს კი „ბათუმელებს“ უთხრა: „ეს წუთია ჩამოვფრინდი“. ის დაგვპირდა, რომ ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ ინტერვისთვის დროს გამონახავს.
პიაცაზე დასაქმებულები, ანუ ირაკლი სამხარაძის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბიზნესმენი მთელი ზაფხული აქ მუშაობდა. „რუსეთის მოქალაქეა თუ არა, არ ვიცი ნამდვილად. იქ საქმეების გამო მიდის, ისე თბილისში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, რუსეთში მუდმივად არ არის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ „პიაცა ჰოლდინგის“ ოფის-მენეჯერი მაია ჯიჯავაძე. მაია ჯიჯავაძეს არც იმაზე აქვს ინფორმაცია, თუ რა ტიპის ბიზნესს ეწევა რუსეთში მისი ხელმძღვანელი. „არ ვიცი რა ბიზნესები აქვს, მე მგონი მხოლოდ ეს აქვს – „პიაცა“.
მენეჯერის ვარაუდით, ირაკლი სამხარაძეს „პიაცას“ გარდა საქართველოში სხვა უძრავი ქონება არ შეუძენია.

„პიაცას“ ფასი
18,5 მილიონად აშენებული „პიაცა“ 11 მილიონ ლარად რომ გაიყიდა, ამის შესახებ საზოგადოებას თავად ხელისუფლებამ აცნობა. გაყიდული „პიაცას“ მოწესრიგებისთვის, სტინგის კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე, კიდევ ერთი მილიონი რომ დაიხარჯა ხალხის ფულიდან, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად არის ცნობილი, ეს ფაქტი ზედმიწევნით იციან ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა. სწორედ მათ დაუჭირეს მხარი პიაცაზე – ამჯერად უკვე ირაკლი სამხარაძის ქონებაზე, კიდევ ერთი მილიონის დახარჯვას.
თუ რატომ გაიყიდა 19,5 მილიონად აშენებული „პიაცა“ 11 მილიონ ლარად, გიორგი კირთაძემ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში „ბათუმელებთან“ ასე ახსნა: „გაიყიდა პიაცას შენობის ნაწილი, კოშკი, რომლის ფართობიც 3745 კვ/მეტრია. პიაცას მოედანი თვითმმართველობის საკუთრებაში დარჩა. იქ კიდევ არის 2100 კვ/მეტრი ფართობი, რომელიც კერძო საკუთრებაა. პიაცას მოედანი თვითმმართველობის საკუთრებაში დარჩა“, – განმარტავს გიორგი კირთაძე. – „1 კვ/მეტრი 3 000 ლარად გავყიდეთ, მაშინ, როცა 1 კვ/მეტრის მშენებლობა ბათუმის ბიუჯეტს 2780 ლარი დაუჯდა. ამ კუთხით თუ მივუდგებით, ცუდი ბიზნესმენები არა ვართ“.

ხელშეკრულების პირობები
პიაცას მესაკუთრეს ორი ძირითადი ვალდებულება აქვს აღებული: 1. უნდა მოუაროს საათს, შეინარჩუნოს ფასადი და არქიტექტურული ელემენტები. 2. ხელისუფლებას წელიწადში სამჯერ უნდა დაუთმოს „პიაცას“ მოედანი სხვადასხვა კონცერტის გასამართად.
ხელისუფლება ამბობს, რომ პიაცას მოედანი სახელმწიფო საკუთრებაა. თუ ეს ასეა, მაშინ გაუგებარია, რატომ წერია ხელშეკრულებაში, რომ სახელმწიფო მოედანი ირაკლი სამხარაძემ ხელისუფლებას უნდა გაუთავისუფლოს წელიწადში 3-ჯერ ათი დღით. კიდევ უფრო გაუგებარია, დავუშვათ და თუ მეოთხედ დასჭირდება თავისივე მოედანზე კონცერტის გამართვა ხელისუფლებას, რის საფუძველზე უნდა გადაუხადოს ფული პიაცას მესაკუთრეს. არადა, ხელშეკრულებაში სწორედ ასე წერია, რომ დამატებითი კონცერტის გამართვის შემთხვევაში საკუთარ მოედანს იქირავებს.
თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა ირაკლი სამხარაძეს, ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებითვე შეუძლია. ამ მუხლში `გამყიდველი~, ანუ ბათუმის მერია საკუთარ თავს შემდეგ „უფლებას“ ანიჭებს: „გამყიდველს“ უფლება აქვს „მყიდველის“ წერილობითი თხოვნით ან და საკუთარი ინიციატივით „მყიდველი“ სრულად ან/და ნაწილობრივ გაათავისუფლოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ან/და რომელიმე ვალდებულების შესრულებისგან, გარდა აუქციონზე შეძენილი „ქონების“ ფასის გადახდის ვალდებულებისა“.
კიდევ ერთი პირობა, რაც ხელშეკრულების თანახმად ახალმა მეპატრონემ უნდა შეასრულოს, არის ის, რომ პიაცაში სასტუმრო და სასტუმროს შესაბამისი დაწესებულებები უნდა გახსნას.
ხელშეკრულების მიხედვით, აქამდე პიაცას მესაკუთრემ მხოლოდ 2,2 მილიონი გადაიხადა ბიუჯეტში. დარჩენილი 8,8 მილიონი წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს.

„პიაცას“ მოედანი
ხელისუფლება ამბობს, რომ პიაცას მოედანი სახელმწიფო საკუთრებაა (რისი დამადასტუირებელი დოკუმენტიც „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიიდან მიიღო) და სწორედ ამიტომ გაყიდა ის არა 19,5 (თვითღირებულება), არამედ 11 მილიონად. თავისთავად, თუ მოედანი სახელმწიფოს დარჩა საკუთრებაში, გასაყიდი ფასიც უნდა შემცირებულიყო, თუმცა, დოკუმენტების მიხედვით, პიაცას მოედნის გაკეთებაზე მხოლოდ 4 360 368 ლარი დაიხარჯა.

გადაბეჭდვის წესი