სიახლეები

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე განცხადებას ავრცელებს

30.05.2012 • • 1284
პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე განცხადებას ავრცელებს

ქართული მედიასაშუალებები პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, ანზორ ქოქოლაძის განცხადებას ავრცელებენ, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემთვის “ელიტ ელექტრონიქსის” წართმევა საბოლოო ფაზას უახლოვდება, მას შემდეგ რაც პროკურატურასთან გარიგებაში მყოფ “თიბისი” ბანკმა “ელიტ ელექტრონიქსის” მართვის უფლება უკანონოდ მოიპოვა და “თიბისი” ბანკთან შეგნებულად დაარღვია კრედიტის გადახდის გრაფიკი, რომლის საფუძველზეც “ელიტ ელექტრონიქსის” აქციების 55% უკანონოდ, 116 ათას ლარად გადაიფორმა, ხოლო ერთი წლის შემდეგ სიმბოლურ ფასად ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ დაფუძნებულ “ელიტ ეფლაიენსს” გადასცა, ამჟამად უკვე პატიმრობაში მყოფს, ჩემს საკუთრებაში დარჩენილი “ელიტ ელექტრონიქსის” აქციების 15% -ც აუქციონის გზით აღსრულებას დაექვემდებარა, სადაც საწყისი ფასი 71 ათასი ლარია. ამით “ელიტ ელექტრონიქსის” დასაკუთრება თაღლითური გზით დასრულდება, მიუხედავად იმისა რომ პატიმრობაში ვარ ჩემი უფლებების და კერძო საკუთრების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვაგრძელებ დავას.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული წილის გასხვისება ხორციელდება სრულიად უკანონო განაჩენის საფუძველზე, რომელიც მე პატიმრობასთან ერთად დამეკისრა ბიუჯეტის მიმართ 10 000 ლარის ჯარიმის და ელიტ ელექტრონიქსის მიმართ 6 მილიონი ლარის სახით.

მივიჩნევ, რომ ეს არის იმ არაკეთილსინდისიერი თაღლითური გეგმის გაგრძელება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული პროკურატურა, თიბისი ბანკი, მამუკა ხაზარაძე, შემოსავლების სამსახური, თბილისის მერი და სასამართლო სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებისა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით.

მე მოვუწოდებ და ვაფრთხილებ ყველას: არ მიიღონ მონაწილეობა უკანონოდ, თაღლითური გზით ჩამორთმეული ქონებისა თუ წილების აუქციონში, ვინაიდან დღეს მათ მიერ შეძენილი ქონება, ხვალ აუცილებლად გახდება დავის საგანი და იცოდნენ რა მათ ამის შესახებ, ისინი ვერ იქნებიან კეთილსინდისიერი შემძენნი!

სამართალი მაინც იზეიმებს.

მე, ანზორ ქოქოლაძე არ ვაპირებ დანებებას და განვაგრძობ ბრძოლას უკვე არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა და, საერთოდ, თავისუფალი ბიზნესის და ბიზნესმენების უფლებების დასაცავად”

ამავე თემაზე:

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე დააკავეს

“თიბისი” “ელიტ ელექტრონიქსის” წინააღმდეგ – ქოქოლაძის ვერსია

გადაბეჭდვის წესი