სიახლეები

ორმაგი განაჩენი

30.05.2012 • • 1098
ორმაგი განაჩენი

გენო გელაძე

ავტორი: გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)
ხშირად ამბობენ, რომ შესაძლოა ერთ წამში შეიცვალოს ადამიანის ცხოვრება, რაც თავისთავად აისახება მის ოჯახზეც. ამ შემთხვევაში მინდა მოგიყვეთ ბათუმში მცხოვრები ოჯახის შესახებ, რომლის ერთი წევრიც პატიმარია, შვილებმა დაკარგეს მამა, რომელიც მართალია დაპატიმრებამდე არ მუშაობდა, მაგრამ იგი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო ემუშავა და ასერომ ყოფილიყო, დღეს ის პატიმრობაში არ იქნებოდა.
მოკლე ინფორმაცია:
1. მცირეწლოვანი ბავშვების მამა დააპატიმრეს ავადმყოფი შვილისთვის წამლის შოვნის მცდელობის გამო, რაც საბოლოოდ სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზარდა (აფთიაქში მოითხოვა წამალი. რადგანაც წამალი იმ აფთიაქში არ აღმოჩნდა, მან მოითხოვა და მიიღო წამლის საყიდლად საჭირო თანხა);
2. ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში (ქირას დიდი გაჭირვებით იხდის);
3. ოჯახში ცხოვრობს დედა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად (უფროსი ბავშვი სამი წლისაა. მეორე ბავშვი მამის დაპატიმრების შემდეგ დაიბადა);
4. ოჯახს არანაირი შემოსავალი არ გააჩნია (გარდა სოციალური დახმარებისა), არც ისეთი ახლობელი ჰყავს, ვინც დაეხმარება (იშვიათი გამონაკლისის გარდა);
5. ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედამ ერთი თვის წინ პროფესიის შესწავლა დაიწყო, სამუშაოს ნახვის იმედით.
ამ ოჯახის მსგავს პირობებში ბევრი ცხოვრობს, დახმარება ყველას სჭირდება და უამისოდ კიდევ უფრო მძიმე შედეგები დგება, თუმცა, ეს ოჯახი იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ მცირეწლოვანი ბავშვების მამა, რომელსაც არ ჰქონდა სამუშაო და შესაბამისად შემოსავალი, მხოლოდ იმის გამო მიიჩნია ჩვენმა სახელმწიფომ დამნაშავედ, რომ მას ავამდყოფი შვილის გადასარჩენად წამალი სჭირდებოდა.
ამ ადამიანის დაპატიმრებისთანავე აფთიაქის მესაკუთრემ (ან ხელმძღვანელმა) საჭირო წამალი იმავე ღამით მიუტანა ოჯახს (იგი არ შედავებია პატიმარს, უბრალოდ ფაქტზე დააკავეს და ადრე მიცემული ჩვენება მერე ვეღარ შეცვალა).
როგორც გვითხრეს, ყველა, ვინც ამ საქმეს იძიებდა, აფასებდა და განსჯიდა, სინანულს გამოთქვამდა ამგვარ შემთხვევაზე პირის დაპატიმრების გამო… თუმცა ფაქტია, მცირეწლოვანი ბავშვების მამა დაახლოებით ორი წელია დაპატიმრებულია.
რა გამოდის? არავის უნდოდა ამ ოჯახის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა ისევ ჩვენივე საზოგადოების წევრების `ნაყოფიერი მუშაობით~, შვილის ავადმყოფობით გამწარებული კაცი დახმარების ნაცვლად _ დავაპატიმრეთ.
ერთი ადამიანის დაპატიმრებით, ჩვენმა სახელმწიფომ, არაპირდაპირი ფორმით, კიდევ სამ ადამიანს გამოუტანა განაჩენი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ოჯახს ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების `განაჩენით~ უკიდურესად უჭირს. ნურავინ ჩათვლის ამას `სხვის პრობლემად~, არავინ იცის, ამ ახალგაზრდა მამაკაცის ადგილას რომელიმე ჩვენგანი როგორ მოიქცეოდა.
ამ ოჯახისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები (მათ შორის ბავშვებისათვის), მედიკამენტი, ტანსაცმელი, ბინის ქირა და ა.შ.
თუ ვინმეს ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გაგიჩნდებათ დახმარების სურვილი, გთხოვთ დამიკავშირდეთ: გენო გელაძე (577) 599 588.

გადაბეჭდვის წესი