სიახლეები

მძიმე ავადმყოფობით დაავადებული პატიმრები დიეტური საკვებით დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ

30.05.2012 • • 1143
მძიმე ავადმყოფობით დაავადებული პატიმრები დიეტური საკვებით დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ

უფლებადაცვითი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია `ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველო” საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი, ავადმყოფი პატიმრების დიეტური საკვებით უზრუნველყოფას მოითხოვს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ შეფასებაშია ნათქვამი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ავადმყოფ პატიმარებს არ აქვთ შესაძლებლობა დაიცვან ექიმის მიერ დანიშნული და ხშირად სასიცოცხლოდ აუცილებელი დიეტა. საპატიმროს საჭმელი მზადდება გაურკვეველი წარმოშობის ცხიმით, რომელსაც ისეთი სპეციფიური, არასასიამოვნო სუნი და გემო აქვს, რომ პატიმრები იძულებულნი არიან საკვები მიღებამდე გარეცხონ გამდინარე წყლით.
ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ პატიმარს გულის უმძიმესი დაავადება აქვს. საკვები, რომელიც მას მიეწოდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სახიფათოა მისი ჯანმრთელობისათვის. ორგანიზაციის ადვოკატები პატიმრის შესაბამისი დიეტური საკვებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ. ადვოკატების თქმითვე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპატრამენტის უფროსმა პატიმარს პროდუქტის ყიდვა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში ურჩია.

`ციხის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პატიმარს ყოველთვიურად ხუთას ლარამდე ოდენობის თანხის დახარჯვის უფლება აქვს. ხშირ შემთხვევაში, პატიმრებს არ აქვთ შესაბამისი ფულადი სახსრები საჭირო საკვების შესაძენად. არც დაწესებულებებში არსებული მაღაზიები გამოირჩევიან დიეტური საკვების ფართო არჩევანით. ძირითადად იყიდება დაკონსერვებული და შებოლილი ნახევარფაბრიკატები. დიაბეტის მძიმე ფორმით დაავადებული პატიმრებისათვის დაწესებულებაში არსებული მენიუ სრულიად მიუღებელია. ასეთი მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან ან სასჯელის მოხდა უნდა გადაუვადონ.

ადამიანის იძულება მიიღოს მისთვის საშიში საკვები არ ემსახურება სასჯელის მიზნებს და სახელმწიფოსაც დამატებით პრობლემას უჩენს. პატიმრები, რომლებიც ვერ იცავენ დიეტას, საბოლოო ჯამში, ისევ სახელმწიფოს ხარჯზე ხდებიან სამკურნალო, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კი ყველა დაავადების სათანადო მკურნალობა შესაძლებელი არ არის.” – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებული პატიმრების უფლებების დაცვის პროექტს ახორციელებს და საპატიმროებში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას პერიოდულად წარმოადგენს. პროექტის ფარგლებშივე, მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრის ოჯახებს, ცხელი ხაზის 2306935 მეშვეობით, შეუძლიათ ისარგებლონ უფასო იურიდიული დახმარებითაც. ადვოკატები მსგავსი საქმეების გასაჩივრებას ევროსასამართლოშიც გეგმავენ.

ორგანიზაციის ადვოკატი ნინო ბოლქვაძე ტელ:. 599 962 266

გადაბეჭდვის წესი