სიახლეები

ლინკოლნ მიტჩელი: „სააკაშვილის მრჩეველი რომ ვიყო, დაბეჯითებით ვურჩევდი ურთიერთობა მოეგვარებინა ივანიშვილთან“

30.05.2012 • • 1056
ლინკოლნ მიტჩელი: „სააკაშვილის მრჩეველი რომ ვიყო, დაბეჯითებით ვურჩევდი ურთიერთობა მოეგვარებინა ივანიშვილთან“

ინტერვიუ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორთან, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტთან
ავტორი: ეთერ თურაძე
თარგმანი: ხათუნა ბერიძე

– ბატონო მიტჩელ, თქვენი ინფორმაციით, რა ხდება დღეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რა იციან ამერიკაში თუნდაც იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოში პროცესებს აკვირდებიან?

– ამჟამად ამერიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობა იმას ცდილობს, რომ გაიგონ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და მეტი შეიტყონ მასზე; ის გასული ათწლეულის განმავლობაში კარჩაკეტილი ფიგურა იყო და არც მედიას ეკონტაქტებოდა, განსხვავებით მრავალი სხვა პოლიტიკოსისგან. ამიტომაც არ ვიცით მისი ვინაობის შესახებ. ამერიკაში მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ერთით მეტი მოთამაშე; აქ ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ საკმაოდ ავტორიტარული ნაბიჯები გადადგა ამ ადამიანთან მიმართებაში. იმ ზომამდე მივიდნენ, რომ მოქალაქეობაც კი ჩამოართვეს. პოლიტიკური მოვლენების განვითარების საწყის ეტაპზე ეს ექსტრემალური ნაბიჯად მიგვაჩნია. ამერიკელი ექსპერტები მზად არიან მეტი შეიტყონ ივანიშვილის შესახებ. მან თავი ახლა უნდა გააცნოს ფართო საზოგადოებას, დასავლეთსაც მათ შორის და ამაში სიფრთხილე სჭირდება – ზოგი რამ მის სასარგებლოდ მეტყველებს, ზოგი არა.

– ივანიშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის 18 წარმომადგენელს შეხვდა, მათ შორის აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს. როგორ ფიქრობთ, რა ცვლილება შეიძლება მოჰყვეს ამ შეხვედრას?

– აშშ-ის პოზიცია იყო, არის და კიდეც იქნება ის, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გააკეთოს საკუთარი ლიდერის არჩევანი, მათ ყველა შემთხვევაში უნდა მიეცეთ ამის შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ ვინ იქნება მათთვის კარგი ხელმძღვანელი. შეერთებული შტატების ელჩის და უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლობის საქმეა გაეცნონ ყველა მთავარ ფიგურას, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდება. შეერთებული შტატები ელჩისაგან მიიღებს საჭირო ინფორმაციას.

– ივანიშვილმა ესესაა გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში მოდის და მას მყისიერად ჩამოართვეს მოქალაქეობა. როგორ შეაფასებთ მმართველი ხელისუფლების ამ ქმედებას?

– ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო საქართველოს მთავრობის. რეალურად სწორედ ამ ნაბიჯმა გვიჩვენა, რომ საქართველოს მთავრობას ივანიშვილის მართლაც ეშინია. საქართველოში და მის გარეთაც ეს უკვე ცნობილია. მისი პოლიტიკური სისტემიდან დაუყოვნებლივ გაყვანის მცდელობა სწორედ ასე თუ შეფასდება. უფრო ჭკვიანი რომ ყოფილიყო საქართველოს მთავრობა, აუცილებლად მოძებნიდა მასთან ურთიერთობის გზებს, მისი ეშინიათ და ეს გასაკვირიც არაა, რადგან მან თავად მოახერხა საკუთარი ბიზნესის წარმართვა და ფინანსურ წარმატებას მიაღწია. ივანიშვილს ფინანსურად იგივე შეუძლია გააკეთოს, რასაც მთავრობა აკეთებს. შეუძლია სატელევიზიო სადგური გააკეთოს და მედიაში არსებული სიტუაცია შეცვალოს. კი, მთავრობისთვის ეს მუქარის ტოლფასია. მე ასე მესმის, რომ თავისუფალ საზოგადოებაში ასე უცებ ვერავის წაართმევ მოქალაქეობას. იცით, მოქალაქეობის ჩამორთმევამ ორაზროვნებაც კი გამოიწვია: საქართველოში არის ვინმე, ვინც თვლის, რომ ის ქართველი არაა?

– არა, აქ არავის მიაჩნია, რომ ივანიშვილი არაქართველია. უბრალოდ, ითქვა, რომ ის რუსული პროექტია, რომ მას ბიზნესი რუსეთში აქვს და ამიტომ პუტინის ხელდასხმულია.

– ეს ის ხმებია, რასაც მთავრობა ავრცელებს. საერთოდ, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც მას არ ეთანხმება, პრორუსული ძალაა. ასე თუ ვიმსჯელებთ, მეც პრორუსულ ძალად შეუძლიათ გამომაცხადონ. ჩემმა წინაპრებმა რუსეთი ერთი საუკუნის წინათ დატოვეს და ამერიკაში გადასახლდნენ და უკან აღარც მოუხედავთ; ვხედავ, რომ თუ რუსი ამერიკელი აიმაღლებს ხმას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ის პრორუსია, ჩინელი ამერიკელი გამოთქვამს კრიტიკას და ისიც პრორუსია, ხომ გესმით. ეს მშიშარას პოზიციაა. ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებს ვერავინ მიიღებს სერიოზულად. შეერთებული შტატები სერიოზულად იღებს რუსულ საფრთხეს საქართველოსადმი, მაგრამ გამუდმებით და განურჩევლად ყველას პრორუსი ეძახო ვინც არ გეთანხმება, ეს არასერიოზულია.

– თქვენ საქართველოში მუშაობდით და სიტუაციას კარგად იცნობთ. თავად რომ ყოფილიყავით ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის მრჩეველი, ურჩევდით, რომ ივანიშვილისთვის მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება?

– თუ ჩემს მოვალეობაში ის შევიდოდა, რომ განმესაზღვრა პრეზიდენტის მოკლევადიანი ინტერესები, ჩემი საქმე იქნებოდა პრეზიდენტისთვის მეთქვა საქართველოს ინტერესების შესაბამისად ემოქმედა; აუცილებლად ვეტყოდი, რომ კონკურენტუნარიანი არჩევნები საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა და ნება მიეცა ივანიშვილისთვის მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ვიცი, არჩევნების შესახებ რასაც ვამბობ, საქართველო მთავრობას სასტიკად არ მოსწონს, მაგრამ ამასვე ვეტყოდი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. დემოკრატია მაშინ იქნებდაა საქართველოში, მეორე პარტიასაც რომ მისცენ არჩევნებში მონაწილეობის შანსი. ვიცი, მეორე პარტიას რომ შანსი მისცეს, მისთვის კატასტროფული იქნება. მე რომ სააკაშვილის მრჩეველი ვიყო, დაბეჯითებით ვურჩევდი, ურთიერთობა მოეგვარებინა ივანიშვილთან, თან რაც შეიძლება მალე. ვურჩევდი, რომ გვერდით დაეყენებინა და არ ეცადა ასპარეზიდან მის გაგდება. ივანიშვილს იცით რა შეუძლია თქვას? ფულიც მაქვს და საცხოვრებელიც პარიზშიო და გზას გაუდგეს, მაგრამ ისიც შეუძლია გადაწყვიტოს, რომ დარჩეს. ამ ყველაფერმა ის გვიჩვენა, რომ საქართველო დემოკრატიისგან შორსაა, ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი, რომ კანდიდატს, რომელიც შესაძლოა უკეთესი აღმოჩნდეს პოსტზე, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტია, ბოროტ ხმებს უვრცელებენ. ისევე როგორც ყველას, ვინც მათ არ მოსწონთ. ზოგი თითქოს რუსეთის ჯაშუშია, ზოგიც რუსული პროექტია, ეს მოქალაქე არ არის და ასე შემდეგ… ეს ნარატივი კი იმას გვიამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც დემოკრატია არაა, სადაც სულთნური რეჟიმია. ეს იმიჯი კი სულაც არ სჭირდება საქართველოს.

– რა პროგნოზს გააკეთებდით, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში ივანიშვილთან დაკავშირებით?

– ეს ვინ იცის? არ ვიცით ეს ადამიანი რას აპირებს. პოტენციურად მას შეუძლია საქართველოში არსებული სიტუაციის შეცვლა. თუ უფრო პოპულარულ კანდიდატებთან ალიანსს შექმნის, ან პოტენციურად პოპულარულ კანდიდატებთან. იქნებ რამე მოიმოქმედოს, მაგალითად, მედიაში არსებული კლიმატი შეცვალოს, ეს კი შეცვლიდა პოლიტიკას საქართველოში, ეს აიძულებდა საქართველო მთავრობას თავი დაენებებინა მძიმე ხელით მმართველობისთვის.

– როგორ ფიქრობთ, ივანიშვილთან შეძლებენ კარგი ალიანსი შექმნას ის ადამიანები, ვინც დღეს პოლიტიკაში არიან?

– დიახ, ვფიქრობ, რომ შეძლებენ. ისეთი ადამიანები, როგორიცაა ალასანია, არაპოპულარულებად აქციეს. ამას აკეთებს მთავრობის მიერ კონტროლირებული მედია. ახლა ერთ-ერთი კარგი რამ, რაც შეიძლება მოხდეს ისაა, რომ წინ წამოიწევიან ისეთი პოლიტიკური აქტივისტები, ვინც დღეს არ ჩანს, ეს მათი შანსი იქნება. ალასანიას მსგავსი პოლიტიკოსებს ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ. შეცვლილ მედია კლიმატს კი ალასანიას წარმოჩენა ობიექტურად შეეძლება. ივანიშვილს შეუძლია დაალაგოს ურთიერთობები დასავლეთთან. საქართველოში მედია არ არის თავისუფალი და ხალხი საკუთარ აზრს ვერ გამოთქვამს თავისუფალ კონტექსტში, არაა თავისუფალი არჩევანის საშუალება, ეს შეიძლება შეცვალონ ალასანიას მსგავსმა პოლიტიკოსებმა.

– ივანიშვილმა ასეთი რამ თქვა: ისეთ დემოკრატიას ავაშენებ, რომ ევროპელებსაც შეშურდებათ ჩვენიო. შეიძლება ეს ფრაზა გააანალიზოთ?

– მე არ ვიცნობ ივანიშვილს, არ შემიძლია მასზე ვიმსჯელო – კარგი ან ცუდი ვთქვა მასზე. რაზეც აქამდე ვისაუბრე, ეს პროცესია… ხოლო პოლიტიკური გარემო ამის შემდეგ შეიქმნება და ამ ადამიანზე მსჯელობაც პოლიტიკურ კონტექსტში ამის მერე იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით, ისმის ბრალდებები მის მიმართ; პოტენციურად არსებობს შესაძლებლობა, რომ ივანიშვილი რაღაცას შეცვლის. საქართველოს მთავრობა უეჭველად დამნაშავეა იმაში, რომ დიდი მოლოდინი გააჩინა და შემდეგ ეს მოლოდინი არ გაამართლა, დღეს კი დრამატულად ამწვავებს სიტუაციას. ეს ვერანაირად ვერ დაეხმარება მათ. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს პოლიტიკაშია, უნდა მოერიდოს მაღალი ალბათობით რაიმეს მტკიცებას. ევროპულ დემოკრატიასთან გატოლების პერსპექტივაზე ივანიშვილის განცხადებაც ვერ იქნება მთლად რეალისტური და დამაჯერებელი. ნაკლებ სერიოზულად წარმოაჩენს მას. მას რომ ეთქვა, ჩვენ ვაპირებთ მთელი ძალისხმევით ვიმუშაოთ და თანდათანობით გავაუმჯობესოთ დემოკრატიის ხარისხიო, ეს უფრო სერიოზული განაცხადი იქნებოდა და დამაჯერებელიც. მან უნდა დახვეწოს განცხადებები. ბიზნესმენისთვის პოლიტიკაში მოსვლა იოლი არ გახლავთ, მაგრამ პოტენციურად შესაძლებელი. შეიძლება შეგვედარებინა მაიკლ ბლუმბერგის მსგავს პრეცედენტთან. საქართველოს მიმართ ინტერესი არსებობს ამერიკაში, ჩვენ ისეთი ინსტიტუციების განვითარებას ველოდებით, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიას. რეალურად სწორედ ეს საკითხია ჩვენთვის საინტერესო. არა კონკრეტულად რომელიმე ფიგურა, ვთქვათ, იგივე ივანიშვილი. ეს საქართველოს მომავალს ეხება და იმას, რაც ვერ გააკეთა სააკაშვილმა. ეს შეერთებული შტატების აზრია და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას ფიქრობს ლინკოლნ მიტჩელი ივანიშვილზე.

ლინკოლნ მიტჩელი არის საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი საქართველოს საკითხებში, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი საქართველოში 2002-2004 წლებში, ავტორი წიგნისა „არასტაბილური დემოკრატია: შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და ვარდების რევოლუცია საქართველოში“.

გადაბეჭდვის წესი