სიახლეები

კოლხური ბზა საფრთხეშია

30.05.2012 • • 1242
კოლხური ბზა საფრთხეშია

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგეში, მდინარის გასწვრივ, კოლხურ ბზას დაავადება გაუჩნდა. ადგილობრივების თქმით, ხეები სულ რამდენიმე თვეში დაზიანდა. მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტი მეცნიერ-თანამშრომლებმა ჯერ არ იციან – სოკო, რომელიც ბზას გაუჩნდა, ადგილობრივი დაავადებაა, თუ ის იგივე სოკოა, რომელიც 2004 წელს ევროპაში დაფიქსირდა. ბზის დაავადება მკვლევარებმა შარშან მტირალას პარკშიც აღმოაჩინეს, თუმცა ახლანდელი მასშტაბები გაცილებით უფრო დიდია. კოლხური ბზა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

ირმა ზოიძე

სოფელ ერგეს მკვიდრი მერაბ ავჯიშვილი ამავე სოფელში, თავის ძმასთან ერთად, რესტორან „ღელეღურდანის“ მფლობელია. მათთან სტუმრად ზაფხულობით კალმახის საჭმელად მიმავალ ადამიანს, მდინარის პირას ბზის ლამაზი ხედები ხვდებოდა, თუმცა ახლა უკვე მთელ გზაზეც და ფანჩატურებში, რომელიც ბზის ხეივანში იფარებოდა, ასწლოვანი ხეები ფოთლებისგან დაიცალა და გაშიშვლდა. რესტორნის მეპატრონე შეეცადა დაავადებული ხეებისთვის როგორმე ეშველა და რჩევა შხამ-ქიმიკატების მაღაზიის გამყიდველს სთხოვა. იქ ურჩიეს მცენარისთვის შაბიამანი დაესხა:
„პირველად ვნახე ასეთი რამე. მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. მდინარეზე დავდიოდით. ბზა ზამთარშიც მწვანეა. ორი თვის წინ გაუჩნდა დაავადება და სულ გაიცალა ფოთლისგან. ჩვენ რესტორნის მიდამოებში შაბიამანი დავუსხით, გვითხრეს, სცადეთ, იქნებ მოუხდესო. სასუქებიც დავუყარეთ. თითქოს შეაჩერა ფოთოლცვენა, მაგრამ წვიმის მერე ისევ გააგრძელა. აქ 800-წლიანი ნარგავებია. ერთი პერიოდი წაბლიც იყო ასე, ფოთლები ცვიოდა, მაგრამ წელს გამოკეთდა“, – ამბობს მერაბ ავჯიშვილი.
მეცნიერებს ერგეში გაჩენილი ბზის დაავადების შესახებ, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი სულიკო მიქელაძე შეეხმიანა. თუმცა მანადე იგივე პრობლემა მან საკრებულოს წინაშეც დასვა. „ბათუმლებთან“ საუბარში დეპუტატმა თქვა, რომ მის ინფორმაციას გამოეხმაურნენ და შესაძლებელია, დაავადების კვლევის დაფინანსებაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდანაც გამოიყოს თანხა:
„ბზა ჩემთვის რელიგიური მნიშვნელობის ხეა. ამიტომაც დასაფიქრებელია, რატომ ხმება ასწლოვანი ხეები. ვცდილობ, სადაც ხელი მიმიწვდება, ყველას გავაგებინო, რომ კოლხური ბზა საფრთხეშია. აქ დღესვეა ზომები მისაღები, თორემ ხვალ გვიან იქნება“, – ამბობს სულიკო მიქელაძე.
კვლევის აუცილებლობზე საუბრობს უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, ამჟამად სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ზურაბ მიქელაძეც: „ამას მხოლოდ მეცნიერ-მუშაკები ვერ გააკეთებენ. სახელმწიფომ უნდა გამოყოს სახსრები. ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, უკვე საგანგაშოა. ჩვენ მივმართავთ გარემოსდამცველებს, საქმის კურსში ჩავაყენებ სოფლის მეურნეობის მინისტრსაც“.
დაავადების გასაცნობად სულიკო მექელაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ფიტოპათოლოგიისა და დაავადებების ლაბორატორიას მიმართა. მისი თანამშრომლები თავად გაიყვანა სოფელში მთლიანი სურათის შესასწავლად. მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ფიტოპათოლოგი გალინა მეფარიშვილი დაავადების მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლამზირი გორგილაძე ნანახმა გააკვირვა. ისინი ამბობენ, რომ დაავადების კერები მათ შარშან მტირალას პარკშიც ნახეს, თუმცა ერგეს მასშტაბები გაცილებით უფრო დიდია.
გალინა მეფარიშვილი: „კოლხური ბზა ადგილობრივი, აბორიგენი მცენარეა. როგორც ჩანს, ეს დაავადება საკმაოდ საშიშია, შეხებით გადადის. შთაბეჭდილება მართლა შემაშფოთებელია. ვისაც არ უნახავს, ამის წარმოდგენა შეუძლებელიცაა. გამოკვლევაა საჭირო ლაბორატორიაში. 2000 წლიდან დაიწყო ბზის დაავადებები. პირველად ახალ ზელანდიაში ნახეს, შემდეგ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში. სამწუხაროდ, ახლა ჩვენთანაც აღმოჩნდა, თუმცა ჯერ არ ვიცით, ეს იგივე დაავადებაა, თუ რაიმე ადგილობრივი. ამ სოკოს, ბზის სიდამწვრეს ეძახიან“.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაავადების საწინააღმდეგო მეთოდები, ანუ როგორ უნდა გაუმკვლავდე ამ დაავადებას, ჯერ ევროპაშიც არ შეუსწავლიათ. თუმცა, მათი თქმით, არსებობს დაავადების ლოკალიზების საშუალებები.
ლამზირი გორგილაძე: „იქ, სადაც მცენარე ჯერ არ არის დაავადებული, ისე შეიძლება დამუშავდეს, რომ ისიც არ დაზიანდეს. ჩვენ ჯერ შესწავლაც არ დაგვიწყია, არც კი ვიცით, რა უფრო ეფექტური იქნება. ყველაფერს თავისი პირობები სჭირდება. ლაბორატორიაში უნდა დავადგინოთ, როგორ გავუმკლავდეთ მას. ასეულობით წელია ბზას არაფერი დამართნია და ახლა დაავადდა. მარადმწვანე მცენარე უცებ გაშიშვლდა. სოკოს დაავადების გაჩერება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს, მთავარია მონდომება. ჩვენი რეკომენდაციაა, ამ ჯერზე, პროფილაქტიკური მიზნით, ის მაინც დაიწამლოს, რაც ჯერ კიდევ დაავადებული არ არის“.

გადაბეჭდვის წესი