სიახლეები

კინო რამდენიმე ფინალით

30.05.2012 • • 1699
კინო რამდენიმე ფინალით

სალომე თავდაპირველად ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გააგრძელა. დაახლოებით 4 წელი აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა რეჟისორად. ახლა პირველ არხზე მემონტაჟეა. „ადამი და ევა“ – ასე ერქვა პირველ ფილმს, რომელიც პირველ კურსზე გადაიღო.

„სიურეალისტური ფილმი იყო. რა თქმა უნდა, ვერავინ ხვდებოდა ჩემი პედაგოგების გარდა. განსაკუთრებით მიხაროდა, როცა კინომცოდნე ლელა ოჩიაური ამბობდა: ამ ფილმში გაურკვეველი არაფერიაო, მაგრამ ეს ალბათ გამოუცდელობით გამოვიდა.
ჩემს გმირებს, ძირითადად ქალებს, რაღაც იდეალური უნდათ, მაგრამ ვერ პოულობენ. ალბათ სადღაც სხვაგან ეძებენ ამ იდეალურს. მაინც რაში სჭირდებათ ამ ქალებს ეს – არ ვიცი. ჩემი ფილმები თითქოს მელოდრამებია და ლავსთორები, მაგრამ საბოლოოდ ეს ფილმები არ არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ეს ქალები ვერ პოულობენ შვებას სიყვარულში თუ მამაკაცში, უფრო დიდი სჭირდებათ, უფრო მეტი, ვიდრე მიწიერი მამაკაცია,“ – ამბობს სალომე საღარაძე.

ქალები სალომეს ფილმებში ყოველთვის საინტერესო და ორსახოვანი არიან, თითქოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. რეჟისორი ამ შეფასებას ეთანხმება და ამბობს:
„ჰო, მართალია, ისინი ეძებენ და ვერ პოულობენ. ამიტომ გადაწყვეტილებასაც არ იღებენ. მე შემიძლია დავპირდე ქალებს, რომ მხოლოდ ისინი იქნებიან მთავარი გმირები ჩემს ფილმებში. ძალიან ზედაპირულად უყვართ ჩვენს მამაკაც რეჟისორებს ქალი გმირების ჩვენება. მამაკაცის მიერ გადაღებულ ფილმს ერთი ფინალი აქვს, ქალის მიერ გადაღებულს -რამდენიმე. ჩვენ ყველანი მიჩვეული ვართ ერთ ფინალს. ქალთა ფესტივალზე ვიყავი ერთხელ ერევანში მიწვეული. იქ თითქმის ყველა ფილმს რამდენიმე ფინალი ჰქონდა. ალბათ ეს უფრო ორგანულია ქალებისთვის. ჩვენ გვიწევს მამაკაცების ენაზე საუბარი, იმიტომ, რომ ყველგან კლასიკური დრამატურგიის წესებს ასწავლიან, ლიტერატურა იქნება ეს თუ სხვა ჟანრი. მე ვფიქრობ, რომ ქალებს სხვა ენა აქვთ და ისინი სხვანაირად განსაზღვრავენ ფინალსაც, ბევრი პატარა ფინალი, ნაცვლად ერთი დიდისა.

– თქვენ ხართ რეჟისორი, რომელიც საავტორო კინოს იღებს. რამდენად რთულია ან ადვილი საავტორო კინოს გაკეთება?

– ტექნიკურად შეიძლება რთული იყოს, მაგრამ თავისუფლებას რა სჯობს. საქართველოში ძალიან რთულია ფული მოიძიო საავტორო ფილმისთვის, მხოლოდ გასართობ ფილმებს იღებენ. მაგრამ ეგ არ არის პრობლემა. მე არ მაწუხებს აუდიტორიის არყოლა დიდ დარბაზებში, მე მჭირდება ცოტა მაყურებელი, მოკალათებული კომპიუტერის წინ. არ ვთვლი, რომ მაინცადამაინც ბევრი ფული უნდა დახარჯო იმისთვის, რომ შენი სათქმელი თქვა. მაყურებელი ყველაფერს იღებს, რასაც მიაწვდი. და ყველა ფორმით, იქნება ეს ფურცელზე დაწერილი თუ ვიდეოკამერით გადაღებული. ახლა ისე განვითარდა სამყარო და კინოწარმოებაც, შემიძლია სახლიდან გაუსვლელად გადავიღო ფილმი, ავტვირთო და მაყურებელიც მოვიპოვო. აი, ფულის გაკეთება ამით ცოტა გამიჭირდება, მაგრამ ეს ხომ არასოდეს ყოფილა საავტორო ფილმის მთავარი მიზანი.

ამასწინათ მიხეილ კობახიძის მასტერკლასზე მოვხვდი. მოკლემეტრაჟიანი ფილმების მერე შეწყვიტა გადაღება და მხოლოდ 10 წლის წინ გადაიღო შემდეგი ფილმი. ვკითხე, ნუთუ არ გინდოდათ გადაღება ამდენი ხნის მანძილზე, ხომ შეიძლებოდა უბრალოდ ვიდეოკამერით გადაგეღოთ და არ გაჩერებულიყავით-მეთქი. რა თქმა უნდა ვერ მიხვდა, როგორ შეიძლება ვიდეოკამერით ფილმის გადაღება, ეს უფრო თანამედროვე რეჟისორებს შეუძლიათ. საავტორო ფილმი შენია და არამგონია განსაკუთრებულად საჭირო იყოს კინოინდუსტრია ამისთვის.

მე ისეთ ეპოქაში გავიზარდე, როცა გადასარჩენად გამოსავალი უნდა გეპოვნა და არ უნდა გაჩერებულიყავი, როგორც ეს მიშა კობახიძემ გააკეთა. დაფინანსებულ ფილმს მაინც სხვა შინაარსი აქვს. დეტალები ყოველთვის ბევრს ამბობს ფილმში. როცა ვიღაც აფინანსებს, აუცილებლად ითხოვს რაღაც დეტალის შეცვლას. თუ დათანხმდი, ესე იგი, უარს ამბობ ავტორობაზე. ამასწინათ რაღაც ფილმს ვიღებდი, დამფინანსებელმა მთხოვა, მთავარი გმირი სიგარეტს ნუ მოწევს, დესტრუქციული ქმედებააო. როცა ამ ფილმს ვაჩვენებ ხოლმე ვინმეს, ვეუბნები, აქ ის სიგარეტს უნდა ეწეოდეს-მეთქი. ხვდებიან, რომ მართლაც სიგარეტი იქ საჭირო იყო და მთხოვენ, იქნებ მაინც ჩაგესვა, შენი ვერსია გაგეკეთებინაო. აი ასე დაღუპა ფილმი დამფინანსებელმა.

– ბათუმელი ხართ, ფილმებს ბათუმში იღებთ. თავის დროზე ყველაფრის დატოვება და თბილისში გადასვლის გადაწყვეტილების მიღება რთული არ იყო?

– თბილისი დიდი ქალაქია, აქ დაკარგვა უფრო შეიძლება, ვიდრე ბათუმში. დაკარგვის დიდი სურვილი მქონდა. მე დავიკარგე და გავთავისუფლდი ბათუმისგან, ბათუმი ვეღარ მომდევს, ვერ მპოულობს. სინამდვილეში ძალიან კარგი ქალაქია, ძალიან მიყვარს თბილისი. აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარ. მრავალფეროვანი ადამიანები მხვდება, ძალიან განსხვავებულები არიან ბათუმელებისგან, ცოტა შორს უყვართ დგომა და შორიდან ურთიერთობა. ეს კი მაკლია. ბათუმში ძალიან კარგი მეგობრები მყავს, ასეთ ურთიერთობებს თბილისში ნაკლებად იპოვი. მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში აქ ყველაფერს იპოვი, რისი პოვნაც გინდა.

-რატომ დაგჭირდათ გათავისუფლება ბათუმისგან?

– ბათუმში ყველაფერთან რაღაც მაკავშირებს. ყველა ქუჩასთან, ყველა სახლთან. როცა მე ისევ ვბრუნდები ხოლმე, ეს კავშირი არ მაძლევს საშუალებას, ვიყო თავისუფალი და აღვიქვა, ვთქვათ, ბულვარი უბრალოდ სასეირნო ადგილად, ან ზღვა უბრალოდ საცურაოდ. იქ გაცილებით მეტი კავშირია და მე ყოველთვის ვიბლანდები. საკუთარი განცდების მახეში ვარ. ეს არ არის მარტივი ქალაქი და მითუმეტეს ტურისტული, ეს არის ქალაქი პიროვნება ძალიან მძიმე ხასიათით.

– როგორია სალომე საღარაძე გადასაღებ მოედანზე?

– ძალიან მშვიდი ვარ. ხანდახან ვერც კი ხვდებიან უცნობები, რომელია რეჟისორი. ერთხელ სადიპლომო ფილმს ვიღებდი, „ქაღალდის წერილი“. ძალიან ბევრი მაყურებელი შეიკრიბა ირგვლივ. ბევრი მეგობარი მეხმარებოდა თან. ჩემი მეგობარი თიკო დოლიძეც მოვიდა გადაღებაზე და ჩამოჯდა ერთადადერთ სკამზე. ყველას ეგონა, რომ ის იყო რეჟისორი. ალბათ ის უფრო ჰგავდა გარეგნულად სერიოზულ რეჟისორს, ვიდრე მე. მე ვიდექი ჩემთვის და ვიყურებოდი სცენარში. ერთხელ ბათუმში ლოთი გამოგვივარდა იარაღით ხელში გადასაღებ მოედანზე. ძალიან უნდოდა რეჟისორის მოკვლა. მოგვიშვირა იარაღი და რომელია მთავარიო. „კტო ზდეს გლავნიი“? რუსი იყო. გამოვძვერი, მე ვარ-მეთქი. ვერაფრით აღმიქვა, როგორ შეიძლებოდა 15-კაციან ჯგუფში მე ვყოფილიყავი მთავარი. ოპერატორი მოძებნა და იმას დაუმიზნა იარაღი. ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. არ გამოვიყურები სტანდარტული რეჟისორივით. გადაღებაზე ღმერთივით ვარ. ყველა თვალებში მიყურებს. უბრალოდ მიყვარს შეუმჩნევლად ყოფნა და აქაც დაკარგვა. თან ჯგუფის წევრები საინტერესო იდეებს ამბობენ ხოლმე და ყოველთვის ვუსმენ ყველას.

სალომე საღარაძის ფილმოგრაფია ხუთი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და ექვს დოკუმენტურ ფილმს ითვლის. გადაღებული აქვს 10-მდე მუსიკალური კლიპი და 20- მდე კომერციული და სოციალური რეკლამა. მისმა ფილმმა „ქაღალდის წერილი” 2003 წელს თბილისის სტუდენტურ საერთაშორისო ფესტივალზე – „დებიუტი” გრანპრი აიღო. ფილმი `მესამე ნახევარი” მიწვეული იყო თელ-ავივის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე, 2008 წელს საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე „ამირანი” მიიღო პრიზი „საუკეთესო ვიზუალური რიგი” და ერევნის ქალთა საერთაშორისო კინოფესტივალის „კინ” პრიზი 2009 წელს.

გადაბეჭდვის წესი