სიახლეები

ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს

30.05.2012 • • 1134
ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს, 4 აპრილს გავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილს ამჯერად უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე.

საქრთველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დღეს გამოსცა დასკვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე 2012 წლის 5 იანვარს წარადგინა.

”საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას: 1. ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები; 2. ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.

მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს. მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში,” – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილსა და მის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის შემოდგომაზე შეუწყვიტეს, რაც სასამართლოში გასაჩივრდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ 2011 წლის 26 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელთან დაკავშირებით განაჩენი გამოაცხადა. მან კანონიერად მიიჩნია მოქალაქეობის ჩამორთმევა ბიძინა ივანიშვილისთვის, ეკატერინე ხვედელიძისთვის კი – უკანონოდ.

კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა:”აბა, გაბედოს სააკაშვილმა და მოქალაქეობა არ დამიბრუნოს! აბა, გაბედოს და უკან არ დაიხიოს!”

ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 5 იანვარს პრეზიდენტს მიმართა მოთხოვნით, ნატურალიზაციის გზით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. მას უკვე გაუუქმდა რუსეთის მოქალაქეობა და განცხადება შეტანილი აქვს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

გადაბეჭდვის წესი