სიახლეები

ივანიშვილის პრესსამსახური: საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენგან პრობლემა არ შექმნია

30.05.2012 • • 1249
ივანიშვილის პრესსამსახური: საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენგან პრობლემა არ შექმნია

ავტორი:ელენე ხაჭაპურიძე
“საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა პრობლემა შეუქმნა მაუწყებელს, ივანიშვილის კერძო საკუთრებაში მოძრავი სატელიტური სადგურისა და ტექნიკური პერსონალის შეშვებაზე, რასაც უარყოფს ივანიშვილის პრესსამსახური.

”საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული პასუხი, მოხერხდება თუ არა ბიზნესცენტრის ტერიტორიაზე იმ აპარატურის შეტანა, რომლის გარეშეც ეთერი ვერ განხორციელდება”,-ნათქვამია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსმა ნონა ყანდიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, პრეკონფერენციის ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა.

”იმ მომენტში, როდესაც განცხადება გავრცელდა, ჩვენთან გიორგი ბარათაშვილი იმყოფებოდა, საზოგადოებრივი არხის ტექნიკური სამსახურის დირექტორი, ორი ტექნიკური ჯგუფი მუშაობდა, თუ სად განთავსდება კამერები, პეტეესი და როგორ მოხდება ხმის უზრუნველყოფა, ისინი თავისუფლად შეძლებენ ტექნიკის შემოტანას და ჩვენგან პრობლემა მათ არ შექმნიათ,” – აცხადებს ნონა ყანდიაშვილი.

გადაბეჭდვის წესი