სიახლეები

თოჯინების თეატრი იერსახეს იცვლის

30.05.2012 • • 1083
თოჯინების თეატრი იერსახეს იცვლის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განმარტებას აკეთებს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე თოჯინების თეატრის შენობის მანსარდის სიმაღლესთან დაკავშირებით. სააგენტოს დირექტორის, თენგიზ ცინცაძის თქმით, მათი მხრიდან მოხდა ტექნიკური ხასიათის შეცდომა. სააგენტოს დირექტორის მოადგილის, გუბაზ ვარშალომიძის მიერ გაკეთებულ კომენტარში იყო უზუსტობა. კერძოდ, 8 მეტრი და 30 სანტიმეტრი იქნება არა მანსარდის, არამედ მთლიანად შენობის სიმაღლე მას შემდეგ, რაც ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდება.

„რაც შეეხება მანსარდის სიმაღლეს, შემიძლია დაგამშვიდოთ, მთლიანობაში შენობის სიმაღლე იქნება 8 მეტრი და 30 სანტიმეტრი, მანსარდის სიმაღლე შეადგენს სამ მეტრსა და 15 სანტიმეტრს, რომელიც იქნება იმავე არქიტექტურულ სტილში გაკეთებული. მანსარდის დადგმა მოითხოვა თეატრის შემდგომში განვითარებამ და ეს იგივე შენობის სტილი და არქიტექტურა იქნება. შენობაში იქნება ისევ თოჯინების თეატრი, უბრალოდ ახალი ფუნქციები დაემატება, იქნება სასუვერინე ადგილები, გასართობი ადგილები, ბანკეტის გასაკეთებელი ადგილი ბავშვებისათვის და შესაბამისად იქნება იგივე დატვირთვით, იგივე ფუნქციით, ოღონდ უფრო მრავალფეროვანი.“ – ამბობს თენგიზ ცინცაძე.

რაც შეეხება იმას, რომ უკვე დაზიანებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადის რამდენიმე ფრაგმენტი, სააგენტოს ხელმძღვანელი ასეთ განმარტებას აკეთებს: „რაც მოტეხილია და დაზიანებულია, ის ძველი სტილით აღსდგება ყველაფერი. ზუსტად ეს იყო ჩვენი პროექტი და ამიტომაც გაიცა რეკონსტრუქციის ნებართვა. არ იყო ეს ტერიტორია საკმარისი, დირექტორიდანაც უამრავი თხოვნა იყო, თხოვნა იყო ბავშვებისა და მშობლების მხრიდან. ქალაქი გაიზარდა და ჩვენ გვინდოდა თოჯინების თეატრი დარჩენილიყო იქ, სადაც არის და მიგვეცა მისთვის განვითარების საშუალება.“

ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა 2012 წლის 27 თებერვალს გაიცა. სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

პროექტი

გადაბეჭდვის წესი