სიახლეები

თევზი სარფში ზღვას ტოვებს

30.05.2012 • • 1359
თევზი სარფში ზღვას ტოვებს

ცაგო კახაბერიძე

შავ ზღვაში, სარფი-კვარიათის პერიმეტრიდან თევზის ერთ-ერთი სახეობა – სარდანი გაქრა. სპეციალისტები ამის მიზეზად სანაპიროს გასწვრივ დამონტაჟებული განათება ასახელებენ.
ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ „თევზის ეს სახეობა ღამით უფრო აქტიურია, ამიტომ როცა სანაპირო განათებულია, მას ისევ დღე ჰგონია და ამ ადგილს თავს არიდებს“.
სპეციალისტის განმარტებით -„ეს პროცესი მთლიანად თევზის ამ სახეობის განადგურებას არ გამოიწვევდა, სავარაუდოდ, მათ სხვაგან გადაინაცვლეს, მაგრამ ზღვის ამ პერიმეტრზე მოხდა მისი სატფოების განადგურება, ანუ ტოფობის კამპანია ჩაიშალა“.
გუჩმანიძის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება განათებაზე სპეციალური ფარების დამონტაჟებითაა შესაძლებელი, რაც ზღვის მიმართულებით შუქის გასვლას დაბლოკავს.

გადაბეჭდვის წესი