სიახლეები

თამაზ ბაკურიძე: „საკნის მაყურებლის ინტიტუტს აბრუნებენ“

30.05.2012 • • 1065
თამაზ ბაკურიძე: „საკნის მაყურებლის ინტიტუტს აბრუნებენ“

ავტორი: ნათია ზოიძე
„მაყურებლის ინსტიტუტის აღდგენა ხდება ციხეებში, ახლა ეს ხელისუფლების ინტერესში შედის , რომ კიდევ უფრო მეტი გავლენა იქონიონ პატიმრებზე. რათქმაუნდა ეს არაფორმალურად ხდება“ – აცხადებს ქრისტიან –დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი თამაზ ბაკურიძე, რომელიც განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია მას პატიმრებმა მიაწოდეს.
ბაკურიძე თქმით „ყველა საკანს დაუნიშნავენ ე.წ მაყურებელს პატიმართა წრიდან, რომელის ფუნქციაც შიგნით სიტუაციის მართვა იქნება“. იგი ვარაუდობს, რომ „მაყურებლის ინსტიტუტის“ დაბრუნება ქართული ციხეებში პატიმრობის მდგომარეობას კიდევ უფრო დამძიმეებს და გაიზრდება სიკვდილიანობის სტატისტიკაც.
თამაზ ბაკურიძე, რომელიც ყოფილი პატიმარია, გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას არსამთავრობო ორგანიზაციების და მედია ჯგუფების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფები, რომელთაც მიეცემათ უფლება აწარმოონ ციხეების მონიტორინგი. თამაზ ბაკურიძის განცხადებით ხათუნა კალმახელიძის დანიშვნის შემდეგ საქართველოს სასჯელარსრულების და პრობაციის იურიდული დახმარების სამინისტროს ბევრად უფრო დახურული უწყება გახდა, ვიდრე იყო ადრე.

გადაბეჭდვის წესი