სიახლეები

ვინ ყიდულობს საავადმყოფოებს?

30.05.2012 • • 1938
ვინ ყიდულობს საავადმყოფოებს?

ავტორი: ეთერ თურაძე, მაია მეცხვარიშვილი

ბათუმის სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო ლევან ვარშალომიძემ კომპანია „ნიუ ლაიფს“ 1,5 მილიონ ლარად მიყიდა. ამ კომპანიის მფლობელებმა – ზაზა კაპანაძემ და გია ნაცვლიშვილმა გასულ ივნისში 10 მილიონ ლარად იაშვილის კლინიკაც იყიდეს თბილისში. „ბათუმელებმა“ ერთკვირიანი კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ამ კომპანიის მესაკუთრეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ. ნაცვლიშვილი კი 2004 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „ნიუ ლაიფმა“ შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ მხოლოდ წილი იყიდა და ამაში შენობა არ იგულისხმება. იმავეს ამბობენ ფინანსთა სამინისტროს მოხელეები. ხელშეკრულებაში, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ნიუ ლაიფს“ შორის 30 აგვისტოს გაფორმდა, წერია: „ნიუ ლაიფი“ ყიდულობს… აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებას შპს „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრისა“ და შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ 100% წილს“.

სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „ნიუ ლაიფმა“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2012 წლის ბოლომდე 100 საწოლზე სამშობიარო სტაციონარი, ხოლო 2013 წლის ბოლომდე მრავალპროფილიანი ბავშვთა სტაციონარი უნდა აამოქმედოს, ასევე 100 საწოლზე. „ნიუ ლაიფი“ ვალდებულია თანხა სრულად 20 დეკემბრისთვის დაფაროს, ხოლო 15 წლის განმავლობაში პროფილი შეინარჩუნოს.

„ნიუ ლაიფის“ შესახებ

`ნიუ ლაიფი~ 2011 წლის 5 აგვისტოს შპს „ჯანმრთელმა ცხოვრებამ“ დააფუძნა, რომელსაც 100-ვე პროცენტს თვითონ ფლობდა. ამ კომპანიის დირექტორი ელენე გიორგაძე იყო. უკვე 10 აგვისტოსთვის „ნიუ ლაიფის“ მესაკუთრეები არიან – ზაზა კაპანაძე, რომელიც კომპანიაში 75%-ს ფლობს, ხოლო 25%-ის მფლობელი გია ნაცვლიშვილია. დირექტორად ისევ ელენე გიორგაძე რჩება. 10 აგვისტოდან 30 აგვისტომდე, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ კომპანიის დოკუმენტებში რამდენიმე ცვლილება ისევ შევიდა, მათ შორის შეიცვალა დირექტორიც – ელენე გიორგაძეს ივანე ყაჭიური ჩაენაცვლა. ანუ 30 აგვისტოსთვის „ნიუ ლაიფის“ არც ერთ დამფუძნებელს ამ კომპანიაში არც წილი აქვს და აღარც მართვაში იღებს მონაწილეობას.

ამ კომპანიამ დაფუძნებიდან მალე კიდევ ერთი საავადმყოფოც იყიდა – „თბილისის №2 სამშობიარო სახლის“. კომპანიას სამედიცინო დაწესებულებაში 1,5 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა.

„ჯი ემ სი“-ს შესახებ

ზაზა კაპანაძესა და გია ნაცვლიშვილის სახელთან კიდევ ერთი მსხვილი აუქციონია დაკავშირებული. მათ მიერ 2011 წლის 3 მაისს დაფუძნებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ „ „ჯი ემ სი“ ჯგუფმა დაფუძნებიდან სამ კვირაში, 10 მილიონ ლარად იაშვილის კლინიკა იყიდა თბილისში. ამ აუქციონის დროისთვის კომპანიის საწესდებო კაპიტალი მხოლოდ 150 ლარია.

ამ გარიგების ერთ-ერთი პირობა 7 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება და 31 დეკემბრამდე თანხის სრულად გადახდაა. კლინიკაში 612 თანამშრომელი მუშაობს. ივნისში ჩატარებული აუქციონის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროს“ წარმომადგენელმა, ირინა ფუტკარაძემ შეაფასა როგორც „ძალიან იაფად გაყიდული ობიექტი“ და „კორუფციული გარიგება“.
ირინა ფუტკარაძემ მაშინ თქვა, რომ ამ კლინიკაში მარტო 10 მილიონი დოლარის სამედიცინო აპარატურა აქვს.

პრივატიზაციის შედეგად „ჯი ემ სი“ ჯგუფმა 18 ათასი კვადრატული მეტრი ფართობიც იყიდა, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით.

ვინ ყიდულობს საავადმყოფოებს

1963 წელს დაბადებული გია ნაცვლიშვილი ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია. ის 2004 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სიით, მანამდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2006 წელს დაინიშნა კახეთის გუბერნატორად, 2008 წლიდან კი ოლიმპიურ კომიტეტშია.

მისი პარტნიორი ზაზა კაპანაძე ფლობს კომპანია „არტესის“ 50%-იან წილს. 2008 წლის ოქტომბერში ამ კომპანიის სახელით მან ოლიმპიურ კომიტეტში დაჯილდოებისას პეკინის ოლიმპიადის პრიზიორს ნინო სალუქვაძეს საჩუქრად გადასცა ბინა. ამ კომპანიას სახელმწიფოსგან არაერთი მილიონის დაკვეთა აქვს მიღებული, მაგალითად, „არტესიმ“ (კიდევ ერთი კომპანია – „ინ-სი“) ჩაატარა თბილისში, აღმაშენებლის გამზირის, იმავე პლეხანოვის რეაბილიტაცია. ამ უბნის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ პირველ ეტაპზე 50 მილიონი ლარი გამოყო. მთლიანობაში რამდენი მილიონი დაიხარჯა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაში, გასაიდუმლოებულია.

გარდა ამისა, კომპანია „არტესს“ ოლიმპიური კომიტეტისა და კულტურის სამინისტროსგანაც აქვს მილიონიანი დაკვეთები მიღებული, მაგალითად, ამ კომპანიამ გაარემონტა საცურაო აუზი თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე. ეს კომპანია აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახალციხეში, რაბათის ციხეში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დაფინანსებით. ამავე კომპანიამ განახორციელა ბორჯომის პარკის რეკონსტრუქცია და ა.შ.

შპს „ნიუ ლაიფის“ დირექტორი, ივანე ყაჭიური 2007 წელს თბილისის 03-ს ხელმძღვანელობდა, მერე კი ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. მანამდე, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ამჟამინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და ივანე ყაჭიური უკრაინიდან გამოაძევეს. ყაჭიური უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვა ქართველ „დამკვირვებლებთან“ ერთად ჩავიდა კიევში.

ივანე ყაჭიური ბიზნესში წასვლამდე სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. 2010 წელს ის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მას ამ თანამდებობაზე ქონებრივი დეკლარაციაც აქვს შევსებული.

ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომლები

ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომლებს (ამ კლინიკაში 290 მოქალაქე მუშაობს), გასულ კვირას გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტისთვის და ქვეყნის მასშტაბით კიდევ 5 მაღალი თანამდებობის პირისთვის, ერთობლივი განცხადებით მიემართათ. მათ იმის გარკვევა უნდოდათ, რატომ არიან ინფორმაციულ ვაკუუმში: „დღეს, როდესაც სამშობიარო სახლი სრული დატვირთვით მუშაობს, ემსახურება აჭარის მოსახლეობის 70 პროცენტს, ფოთისა და ოზურგეთის მოსახლეობას, აღმოფხვრილია დედათა სიკვდილიანობა, ამავე დროს არის ერთ-ერთი წარმატებული და რენტაბელური საქართველოში – არ აქვს დავალიანება და იღებს მოგებას, რაც აქ მომუშავე მედპერსონალის თავდაუზოგავი შრომით და ექიმთა ავტორიტეტით არის განპირობებული, დაუშვებლად მიგვაჩნია იმყოფებოდეს იმ ინფორმაციულ ვაკუუმში, რომელშიც დღეს ის არის. ნუთუ შესაძლებელია ასეთ კოლექტივს არავინ აუხსნას თუ რა ბედი ელის სამშობიარო სახლს და იქ დასაქმებულ პერსონალს?“

სამშობიაროს თანამშრომლები თავიანთ წერილში კიდევ ერთ რიტორიკულ კითხვას სვამენ: „ნუთუ შესაძლებელია, ფინანსურად ასე წარმატებულმა სამედიცინო დაწესებულებამაც იგივე ბედი გაიზიაროს, რაც სხვებმა? ადამიანის საყოველთაო უფლებებიდან გამომდინარე, სამშობიარო სახლის ყველა თანამშრომელს აქვს უფლება იცოდეს, თუ რა ელის მის სამუშაო ადგილს ხვალ და მას პირადად“.

ამ წერილს არც ერთ ადრესატამდე არ მიუღწევია, იმიტომ, რომ ის აღარ გაუგზავნიათ. 16 დეკემბერს სამშობიარო სახლის დირექტორი „ნიუ ლაიფის“ დირექტორს შეხვდა. სამშობიარო სახლის თანამშრომლები კი არასამთავრობო სექტორის მეშვეობით ცდილობენ გაარკვიონ, „ნიუ ლაიფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით სამსახურს ინარჩუნებენ თუ არა. თუმცა ამ კითხვის საჯაროდ დასმისთვის ჯერ არავინ არის მზად.

გადაბეჭდვის წესი