სიახლეები

ექსპერტები კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობენ

30.05.2012 • • 1152
ექსპერტები კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობენ

ავტორი: ცაგო კახაბერიძე 

ექსპერტთა ჯგუფი აჭარაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეულ სფეროებში რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რაც კლიმატის ცვლილების მესამე ეროვნული შეტყობინების პროგრამაში შევა.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით რეკომენდაციების შემუშავება 1990-2011 წლების მდგომარეობით არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე იგეგმება. „დამუშავდება ინფორმაცია, რის შემდეგაც მომზადდება სათანადო წინადადებები რეკომენდაციების სახით, რომელიც შემდეგ ინვესტორს ან დონორებს მიეწოდება, ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების მიზნით. ეს ყველაფერი უკავშირდება კლიმატის ცვლილებას და პრობლემების აღმოფხვრისკენაა მიმართული. ერთ-ერთ მაგალითად გეტყვით, რომ აუცილებლად განვიხილავთ სანაპიროს წარეცხვის პრობლემას და რეკომენდაციებში სხვა პრობლემებთან ერთად ნაპირგამაგრებითი სამუშაოების დაჩქარებასაც შევიტანთ.” – ამბობს ნოდარ კონცელიძე. მისივე თქმით, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მომუშავე ჯგუფს მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.

გადაბეჭდვის წესი