სიახლეები

ენა, რომელიც ხელისუფლებას ესმის

30.05.2012 • • 1243
ენა, რომელიც ხელისუფლებას ესმის

სულხან ღლონტი

ამ კვირაში რამდენიმე ბრიფინგი გვქონდა თანამოაზრეებს. ვითხოვდით ადგილობრივ საკაბელო ტელევიზია ტვ-ერას ჩაერთო ის ტელევიზიები, რომლებიც „რუსთავი 2“-ისგან განსხვავებულ ინფორმაციას გადმოსცემენ. ჩემთვის ასეთი ტელევიზიებია მაესტრო, მეცხრე არხი და კავკასია.

საკაბელო ტელევიზია „ერა“, როგორც ინფორმაციის დამხშობი

ავტორიტარულ მმართველობაში ხელისუფლებას უნდა, რომ მოქალაქეებმა არაფერი იცოდნენ. ერთ პატარა ქალაქში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ხელისუფლება ახერხებს შექმნას საკუთარი „სიმართლე“ და ყველაფერ ამას ახერხებს განსხვავებული აზრის დახშობის ხარჯზე. განსხვავებული აზრის დამხშობი კი არის საკაბელო ტელევიზია, რომელსაც მოქალაქეები ყოველთვიურად 12 ლარს უხდიან, ანუ ფულს ვიხდით იმაში, რომ ვიცოდეთ ტყუილი.

ტყუილი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა

ყოველდღიურად 25-მდე საინფორმაციო გამოშვება გადის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად არხებზე, მათი ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკის ხანგრძლივობაზე. ჩვენი თვალები მუდამ მიშას ხედავს და ჩვენი სმენის ორგანოები ისმენს იმას, რაც მიშას უნდა. გამიჩნდა კითხვა, როდის ვახერხებთ მოქალაქეები დამოუკიდებლად აზროვნებას და აზროვნებისთვის რა მასალას ვიყენებთ? ისევ იმას, რასაც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება გვეუბნება. პირადად მე, ზუსტად ვიცი, რომ რასაც გვეუბნება სააკაშვილი, ტყუილია. ასე რომ, ყველაზე დიდხანს დღის განმავლობაში ტყუილს ვისმენთ და ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა.

სხვისთვის ჩაბარებული თავისუფლება

ზემონახსენები ტყუილი ხელისუფლებას დიდი დოზით იმისთვის სჭირდება, რომ ჩვენს ტვინში იმ ნეირონების გააქტიურება არ დაუშვას, რომელიც ადამიანს თავისუფლებისგან გამოწვეულ ბედნიერებას შეაგრძნობინებს. თავისუფლება ვირტუალურად იხატება ტელეეკრანებიდან და მასზე მუდმივად ლაპარაკობს ერთი კაცი _ მიშა. რეალურად ამ ერთმა კაცმა წაიღო ჩვენი წილი თავისუფლება და იგი ნაციონალურ მოძრაობას ჩააბარა კონტროლისთვის. მმართველი პარტია კი მის გაკონტროლებას ცდილობს და ამისთვის არ იშურებს ძალღონეს, არც ფულს. ფული ბევრი აქვთ, იმიტომ რომ გადასახადები მაღალია _ ჩვენი ოჯახების ბიუჯეტის ხარჯზე ივსება მათი პარტიული ბიუჯეტი. ასე რომ, ჩვენ თავისუფლება ჩვენივე ნებით ჩავაბარეთ სხვას და ამისთვის ყოველთვიურად ფულსაც ვუხდით.

ჩემი პედაგოგი

გასულ ოთხშაბათს შსს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სტუმრობდა ჩვენს ქალაქს. პედაგოგებთან ისურვა შეხვედრა და სასპორტო სკოლაში „შეახვედრეს“ ექვსასამდე პედაგოგი. ახალი არაფერი უთქვამს, არც ისეთი უთქვამს რაიმე, პედაგოგები რომ გაეკვირვებინა. უბრალოდ, შეხვდა და ვითომ ანგარიში ჩააბარა. რა უნდოდა იქ ჩემს ერთ-ერთ პედაგოგს, რომელიც წლები მიმტკიცებდა, რომ ადამიანის თავისუფლება მისი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობაში ვლინდება. მე ვიცი, რომ ჩემს პედაგოგს იქ ყოფნის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც იყო. ეგ არაფერი, მე მას პირობას ვაძლევ, არ ჩაეყრება წყალში ის დრო, რომელიც ჩემს აღზრდაზე დახარჯა. მე, მისი მოსწავლე, სულხან ღლონტი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოში მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც პედაგოგებს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას არ აიძულებს.

ენა, რომელიც ხელისუფლებას ესმის

ხელისუფლება და მის მიერ კონტროლირებადი მედია, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ორივე აგრესიულია და ცინიკური. მაგალითად, როცა ჩვენ მივმართეთ საკაბელო „ერას“, ამ კომპანიის წარმომადგენლებმა გამოგვიცხადეს, რომ რამდენიმე მოქალაქის მოთხოვნით ვერ ჩართავდნენ ქსელში ქართულ დამოუკიდებელ მაუწყებლებს, მაშინ როცა 44 რუსული არხი აქვთ ჩართული, სადაც რუსეთის უცვლელი პრეზიდენტი პუტინი იმავეს აკეთებს, რასაც სააკაშვილი აქ. ჩემი აზრით, როგორც ხელისუფლებას, ისევე საკაბელო „ერას“, ესმით მხოლოდ ძალის ენა და იმისათვის, რომ ჩვენი გაიგონონ, უნდა გავძლიერდეთ, ბევრნი მივიდეთ და მოვთხოვოთ უფრო ხმამაღლა _ ჩართონ სიმართლე!

და ბოლოს

დღეს, ხუთშაბათ საღამოს, ვუსმენ ლისტის უნგრულ რაფსოდიას და ვწერ „ბათუმელებისთვის“ გასაგზავნ მოსაზრებას, რომელსაც ორშაბათ გაეცნობა გაზეთის მკითხველი. იმაზეც ვფიქრობ, რამდენს უნდა ჩემს ბათუმში სიმართლე ესმოდეს და რამდენისთვისაა მიუღებელი საკაბელო ტელევიზია „ერა“-ს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სიმართლე დაგვიმალოს?

გადაბეჭდვის წესი