სიახლეები

ევროპული არჩევანი

30.05.2012 • • 1223
ევროპული არჩევანი

დისკუსია სახალხო დამცველის ოფისში 

 ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს, სახალხო დამცველის ბათუმის ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე, „ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“. დისკუსიის მთავარი კითხვა იყო, რა პრინციპებზე დგას დღეს ქართული სახელმწიფო და არის თუ არა ქართული სახელმწიფოს არჩევანი ევროპული ღირებულებები. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის ბაქარ ბერეკაშვილის მოსაზრებით, ქართული სახელმწიფო, ევროპულ ღირებულებებზე არ დგას: „ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება. ეს არის ნეოლიბერალური, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და ინდივიდუალიზმის მომხრე ხელისუფლება. მაგრამ ევროპა სრულიად საპირისპირი პრინციპებზე დგას, – პოლიტიკურად ლიბერალური, უფრო მეტად სოციალურ-დემოკრატიული, რეგულირებად საბაზრო ეკონომიკაზე და გაჯერებულია კოლექტიურიდა ინდივიდუალიზმის პრინციპებით. შესაბამისად, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არის ევროპული ღირებულებების მატარებელი, იტყუება“.

ევროპული ღირებულება, როგორც ბაქარ ბერეკაშვილი ამბობს, არის პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, რომელიც ორიენტირებულია არა იმაზე, რომ ჰქონდეს კონკურენცია საკუთარ მოქალაქეებს შორის, არამედ იმაზე, რაც შეიძლება მეტად ჩართონ მოქალაქები  ერთმანეთთან თანამშრომლობაში: „აქედან გამომდინარე, ევროპული სახელმწიფოები დგას სოლიდარულ საზოგადოებაზე. ქართული საზოგადოება კი არის ინდივიდუალისტური ანუ გათითოკაცებული. ეს არ მიგვიყვანს ევროპულ გზამდე, უფრო მივალთ ლათინო-ამერიკულ ლიბერალიზმმადე, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება იქნება დაყოფილი, სახელმწიფო კი უპასუხისმგებლო, რაც მოგვიტანს უფრო მეტ ეკონომიკურ კრიზისს და სოციალურ უსამართლობას“.

ბაქარ ბერეკაშვილის აზრით, ამის მოგვარებას სჭირდება „არაბული ტალღა“, ანუ ის რაც ხდებოდა ეგვიპტესა და ტუნისში, როცა სამოქალაქო პროტესტმა შეცვლა რეჟიმი. „არსებულ რეჟიმსაც იქამდე მიჰყავს საზოგადოება, რომ სხვა გამოსავალი არ დარჩება მოქალაქეებს გარდა სამოქალაქო პროტესტისა“.

პოლიტოლოგის აზრით, საქართველოში   სამოქალაქო პროტესტით რეჟიმის შეცვლის პრეცენდენტი, ჯერ არ ყოფილა: „ბერძნული ფილოსოფია იცნობს რეჟიმების შეცვლის ორ გაგებას, ეს არის მოტყუება და აჯანყება.  ის რაც იყო 2003 წელს, ეს არ ყოფილა სამოქალაქო პროტესტი, ეს იყო მოტყუება. როცა შევარდნაძე და სააკაშვილი შეთანხმდნენ. ამიტომ ეს უნდა გვაძლევდეს უფრო მეტ მოტივაციას, რომ   ერთხელ მაინც შევცვალოთ რეჟიმი სამოქალაქო პროტესტით და პროტესტი უნდა იყოს რადიკალური“. პოლიტოლოგის აზრით, რადიკალიზმი არ ნიშნავს ექსტრემიზს: „ეს ნიშნავს რომ  საზოგადოებამ უნდა გამოხატოს თავისი აზრი პრინციპულად“. კითხვაზე, – საზოგადოება, რომელიც არის მუდმივი შიშის ქვეშ, რომ ხვალ შეიძლება უცხო ქვეყნის „ჯაშუშობის“, ან სხვა ბრალდებით აღმოჩნდეს ციხეში,   შეძლებს კი იყოს სოლიდარული? ბაქარ ბერეკაშვილი პასუხობს: „ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ამბობდა რომ თავისუფლება აუცილებლად ამოხეთქავს, როგორც ასფალტში ბალახი. ვფიქრობ, რომ თავისუფლების სიყვარული გაიღვიძებს ჩვენშიც, ისე როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ, სამხრეთელებს, ირაციონალური ხასიათი გვაქვს, რაც უფრო რეპრესიულია სისტემა, მით უფრო გვინდა რომ ვებრძოლოთ. ჩვენ კი არ უნდა მოვახდინოთ გადატრიალება, არამედ უნდა ვაიძულოთ რეჟიმი რომ წავიდეს“.

გადაბეჭდვის წესი