სიახლეები

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

30.05.2012 • • 1041
ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

ივანიშვილთან დაკავშირებული ცვლილება არ დაამტკიცეს;
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ცნოს;
საქართველოს ხელისუფლება „უფრო ფართოდ შევიდეს ოპოზიციასთან „კონსტრუქციულ დიალოგში“;
„საქართველო – აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი პარტნიორია“;
სასამართლო სისტემაში, შრომის უფლებებთან დაკავშირებით შემდგომი გაუმჯობესებაა საჭირო.

ევროპარლამენტმა 17 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდეს ევროკავშირს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ცნოს, მიესალმება საქართველოს „მნიშვნელოვან პროგრესს“ დემოკრატიულ რეფორმებში და ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას „კიდევ უფრო განავითაროს დემოკრატიული გარემო სიტყვის თავისუფლებისთვის“.

რეზოლუცია ევროპის სახალხო პარტიიდან პოლონელი დეპუტატის ქშიშტოფ ლიზეკის მოხსენებას ეფუძნება, რომელიც ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტების, მათ შორის ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის მიმართ, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების თაობაზე. რეზოლუცია ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია.

რეზოლუციის მიღებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოსთვის „ძალიან მნიშვნელოვანია“; კერძოდ კი, მან რეზოლუციის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნობისკენ მოუწოდებს.

„ხვალ ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას საქართველოს საკითხზე და იქ არის ძირითადი საკითხი – საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის ტერმინის დამკვიდრება ევროპარლამენტის, ე.ი. ევროპული პოლიტიკის ლექსიკონის დონეზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაუქმებული შესწორებები

ჰანეს სვობოდა, ავსტრიელი დეპუტატი სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან, თავდაპირველად რეზოლუციის პროექტში მე-5 შესწორების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც შეშფოთებას გამოხატავდა „ქართველი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო მას შემდეგ, რაც მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების გეგმებზე ისაუბრა; შედეგად, მას საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალა“.

კენჭისყრის წინ სვობოდამ განუცხადა კოლეგებს, რომ მის მიერ შემოთავაზებული ცვლილება „მცდარ ინფორმაციას ეფუძნება“ და რომ მას ფორმულირების შეცვლა სურდა ტექსტით, რომელშიც უშუალოდ აღარ იყო ნახსენები ივანიშვილი და მისი მოქალაქეობის საკითხი: „[მოუწოდებს] საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს არაპროპორციულ პოლიტიკური ზეწოლისგან მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებზე, შეახსენებს, რომ კონკურენტული და ეფექტური მრავალპარტიული სისტემა აუცილებელია დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის საქართველოში“.

მას შემდეგ, რაც ეს ზეპირი ფორმულირება დამსწრე დეპუტატების უმრავლესობამ არ მიიღო, სვობოდამ უკან გაიტანა მის მიერ ინიცირებული მე-5 ცვლილება და განაცხადა, რომ დეპუტატ ლიზეკის მიერ მომზადებული მოხსენება „შესანიშნავია და არა მგონია, რომ იქ რამე უნდა იყოს, რაც მცდარ ინფორმაციას დაეყრდნობა“.

კიდევ ერთი ცვლილება პროექტში, რომელსაც კენჭისყრის დროს არ დაუჭირეს მხარი, მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას „მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოში ომის თაობაზე ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის (ტალიავინის მოხსენება) ანგარიშშია წამოწეული და სრულად ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან წინასწარი მოკვლევის მიმდინარე პროცესში“.

„ოკუპირებული ტერიტორიები“

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებს „საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონები ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნოს“.

ის ასევე რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას და ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურს გააძლიერონ მოლაპარაკებები რუსეთთან „იმის უზრუნველსაყოფად, რომ იგი უპირობოდ შეასრულებს“ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტს და ასევე მოუწოდონ რუსეთს „შეცვალოს“ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება და „დაასრულოს ქართული ტერიტორიების ოკუპაცია“.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება „დე-ოკუპაციის პოლიტიკის“ ფარგლებში აქტიურად ლობირებს იმ ტიპის რეზოლუციების მიღებას, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებულ რეგიონებად მოიხსენიებს. აშშ-ის სენატმა ივლისში მიიღო რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად ცნობს.

2010 წლის მაისში სამხრეთ კავკასიაზე ევროპარლამენტში მომზადებული რეზოლუციის პროექტი შეიცავდა ტერმინს „ოკუპირებული“, თუმცა საბოლოო ვარიანტიდან ის ამოიღეს. 2011 წლის იანვარში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია შავი ზღვის რეგიონზე, რომელიც შეიცავდა ფორმულირებას: „ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“.

ევროპარლამენტის 17 ნოემბრის რეზოლუციაშიც აღნიშნულია, რომ „ეთნიკურ წმენდას და ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი ოკუპანტი ძალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე“.

მიესალმება რა რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას ვმო-ზე, რეზოლუცია ურჩევს ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებს, მოუწოდოს საქართველოს და რუსეთს „წინაპირობების გარეშე ჩაერთონ პირდაპირ მოლაპარაკებებში“ სხვა საკითხებზეც, საჭიროების შემთხვევაში, შუამავლების დახმარებით. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ასეთმა მოლაპარაკებებმა „უნდა შეავსონ და არ უნდა ჩაანაცვლონ უკვე არსებული ჟენევის პროცესი“.

რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით – მხედველობაშია ის აფეთქებები, რომლებიც, თბილისის განცხადებით, აფხაზეთში განთავსებული რუსი სამხედრო ოფიცრის მიერ იყო ორგანიზებული. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს და რუსეთს ითანამშრომლონ ამ საქმეების გამოძიებაში და ასევე „აფეთქებების შესახებ რიტორიკა შეამსუბუქონ“.

მართლმსაჯულება და თავისუფლება

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველომ მიაღწია „მნიშვნელოვან პროგრესს… დემოკრატიული რეფორმების სფეროებში“. თუმცა დოკუმენტი ასევე რეკომენდაციას აძლევს წამყვან ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ „უფრო ფართოდ შევიდეს ოპოზიციურ ძალებთან პოლიტიკურ დიალოგში და კვლავაც განავითაროს დემოკრატიული გარემო სიტყვის თავისუფლებისთვის, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომი იყოს საჯარო მედია“.

რეზოლუცია ასევე ამბობს, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები „მნიშვნელოვანია“ იმისათვის, რომ წინ წაიწიოს ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესმა.

„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კარგი შემსრულებელი პარტნიორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში რეფორმების მიღებაში, თუმცა პრობლემები კვლავაც რჩება მათი განხორციელების თვალსაზრისით,“ – ნათქვამია რეზოლუციაში, „შემდგომი გაუმჯობესებაა საჭირო სასამართლო სისტემის, შრომითი უფლებების, ქალთა უფლებების და უმცირესობების ინტეგრაციის რეფორმების კუთხით“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია „ციხეებსა და დაკავების ცენტრებში არსებული პირობების შემდგომი გაუმჯობესების“ საჭიროება.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს „აღიარონ საქართველო ევროპულ ქვეყნად“ და საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკებები ევროპულ პერსპექტივაზე დააფუძნონ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს.
civil.ge

გადაბეჭდვის წესი