სიახლეები

დელფინარიუმთან დაკავშირებული ცვლილება

30.05.2012 • • 1107
დელფინარიუმთან დაკავშირებული ცვლილება

ავტორი: ნათია ზოიძე

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშნისთვის ემზადება. თუმცა პროგრამაში გარკვეული კორექტივები შევიდა, გაზეთი „ბათუმელები“ გარემოს დაცვის სამმართველოში ორი თანამშრომლის საუბარს შეესწრო:

ამავე სამმართველოს განყოფილების საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა გურამ წითლიძემ პრესამსახური საქმის კურსში ჩააყენა, იმის შესახებ, რომ „ბათუმის დელფინარიუმში დაგეგმილი აქცია დღის წესრიგიდან ამოვარდა“.
გაზეთ „ბათუმელების“ კითხვაზე, რა ტიპის აქცია იგეგმებოდა და რატომ დაიწუნეს იდეა? – გვიპასუხეს, რომ „გეგმავდნენ მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის დელფინარიუმში სეანსი ეჩვენებინათ, „მაგრამ პროექტის დონეზე იყო და ბუნებრივია ღონისძიებათა ნუსხა იცვლება“.

პროექტის დაწუნება ივანიშვილთან ხომ არ არის კავშირში? კითხვითვე უპასუხეს – „ამ ორ ფაქტს რა საერთო ლოგიკური კავშირი შეიძლება ჰქონდეს?“

დაკონკრეტებული პასუხი ვერ მივიღეთ ვერც იმის შესახებ, ვინ დაიწუნა იდეა მზრუნველობას მოკლებული ბაშვებისთვის დელფინარიუმში სიურპრიზი მოეწყოთ.
ბათუმის დელფინარიუმი ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან გამოყოფილი თანხით აშენდა. დელფინარიუმის თანამშრომლები დღესაც ამ ფონდიდან ელოდებიან ხელფასს.

აჭარის გარემოსდამცველების შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის ღონისძიებათა პროექტი კი ახლა ასე გამოიყურება:

1.შეხვედრა კონსულტაციები აფხაზეთის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან გარემოს დაცვის სამმართველოში ან მთავრობაში;
2. სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის უნივერსიტეტში;
3.ლტოლვილთა ბავშვების ნახატების გამოფენა შავი ზღვის თემაზე;
4.ზღვის აკვატორიის დათვალიერება;
5.გამწვანების აქცია.

გადაბეჭდვის წესი