სიახლეები

დეკორაცია ეკოლოგიის ნაცვლად და იტალიური ნანდინები ბათუმში

30.05.2012 • • 2072
დეკორაცია ეკოლოგიის ნაცვლად და იტალიური ნანდინები ბათუმში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

გასულ წლებში ბათუმის ქუჩებში ასეულობით ხე გაიჩეხა, წელს კი ერთი ძირი იტალიური აკაციის შესაძენად, რომლითაც რუსთაველის ქუჩის გამწვანება იგეგმება, ქალაქის ბიუჯეტიდან 552, 56 ლარი დაიხარჯება. ძველი ბათუმის, რუსთაველისა და მემედ აბაშიძის ქუჩების გამწვანებისთვის მერიამ ხე-მცენარეები ორ კომპანიას  დაუკვეთა, რისთვისაც მთლიანობაში ბიუჯეტიდან 1 053862,00 ლარი გამოიყო. გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით მცენარეების შესაძენად ტენდერს კიდევ რამდენჯერმე გამოაცხადებენ. პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობისა და ქალაქის გაფორმებისათვის 2012 წლის ბიუჯეტში 10 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. 

ძველი ბათუმის რეაბილიტაციას ასობით წიწვოვანი მცენარის გარდა საუკუნოვანი ღვიარებიც შეეწირა. მასობრივი გაჩეხის ერთ-ერთ მიზეზად მცენარეების ავადმყოფობა დასახელდა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მერიიას შესაბამისმა სამსახურებმა ვერ წარმოადგინეს. სპეციალისტების თქმით კი, მცენარეები სრულიად ჯანსაღი იყო და ჰაერში მავნე ნივთიერებების შთანთქმას უწყობდა ხელს. ჩავარდა ვერტიკალური გამწვანების იდეაც, 13 ათასი ქოთნის ყვავილების უმეტესობა, რომლებიც კორპუსების აივნებზე განათავსეს, გახმა.

„გასული ზაფხულის ცხელ დღეებში მორწყვა დააკლეს ალბათ, მსგავსი ფაქტი ჩემი მმართველობის პერიოდში არ მოხდება.“ – აცხადებს ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ეთერ მაჭუტაძე. მანამდე ამ სამსახურს კახა გუჩმანიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც სამსახურებრივი გადაცდომისა და ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ამჯერად მერიამ აქცენტი მხოლოდ ერთწლიან მცენარეებსა და ვერტიკალურ გამწვანებაზე არ გააკეთა, მერიის გადაწყვეტილებით, ძველ ბათუმში, სადაც ვიწრო ქუჩები მცენარის ნიადაგში ჩარგვის საშუალებას არ იძლევა, იტალიურ მუხასა და ნანდინებს 50-ლიტრიანი ქოთნებით განათავსებენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, რომელიც ბათუმის მერიამ ხე-მცენარეებისა და ბუჩქოვნების მიწოდებაზე შპს  „გრინსერვისთან“ გააფორმა, მიმწოდებელმა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გამწვანებისთვის იტალიიდან გარდენია, ხიბისკუსი, პოტინია, მაგნოლია სოლანჟის, ჩიტავაშლა, ვარდი უხვყვავილა და კალინა უნდა შემოიტანოს, მემედ აბაშიძის ქუჩის გამწვანებისთვის კი ამავე კომპანიას ნეკერჩხალი, ფიტოსპორიუმი, კალისტემონი და ნანდინები დაუკვეთეს.

ძველ ბათუმში იტალიური ხე-მცენარეები ოსმანთუსი, ლიგისტრუმი, ილექსი, სოფორა, ხიბისკუსი და სხვა მცენარეები განთავსდება, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული იტალიური ნეკერჩხალია, რომლის ფასიც 600 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამ სახეობის 150 ერთეული შეუკვეთა.

ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით გამარჯვებულმა კომპანიებმა ხე-მცენარეები უკვე შემოიტანეს, ხელშეკრულების თანახმად მათ დარგვა-განთავსებაც ევალებათ, ეს ყველაფერი კი პირველ ივნისამდე უნდა დასრულდეს.

ამ პროექტის დასრულების შემდეგ გამწვანების სამსახური ტენდერის გამოცხადებას ხე-მცენარეების შესაძენად ხიმშიაშვილის, კაჩინსკის, ტბელ აბუსერიძის, ბაგრატიონის, კობალაძის ქუჩებისა და აეროპორტის უბნის გამწვანებისთვის გეგმავს, ამ ქუჩების გამწვანება სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თავად დააპროექტა:  „გზაგამყოფებზე  დაბალ მცენარეებს დავრგავთ, რომ მოძრაობას ხელი არ შეუშალოს, მარჯვენა და მარცენა მხარეს კი მაღალი მცენარეები დაირგვება.“

შეძლებს თუ არა დეკორაციული ეფექტის მქონე ქოთანში ჩარგული ხეები მერიის მიერ გაჩეხილი ხეების ჩანაცვლებას ეკოლოგიური თვალსაზრისით? – ამ კითხვაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი და გარემოს“ წევრი, ბაღ-პარკების მშენებელი ინჟინერი რამაზ ჭაღალიძე პასუხობს, რომ „ეკოლოგიური ეფექტი მცენარეების სიმრავლეზე იქნება დამოკიდებული. ცოცხალ მცენარეს, ნიადაგშია ის თუ ქოთანში, აქვს ატმოსფეროს გაჯანსაღების უნარი. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რასაც მცენარეები აძლევენ ატმოსფეროს. არის მცენარეები, რომლებიც ატმოსფეროს ტოქსიკური ნივთიერებებისგან ასუფთავებენ. ამ ნივთიერებებს მცენარე თავის დასაცავად გამოყოფს, რაც სტაფილოკოკებს, ტუბერკულოზის ჩხირებს და ისეთ მავნე ორგანიზმებს ანადგურებს, რომლებიც ატმოსფეროში ვრცელდებიან.“

„… ეკოლოგიური მხარე უგულებელყოფილი არ იქნება“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე, რაც შეეხება მერიის მიერ ბათუმის ქუჩებში საუკუნოვანი ხეების გაჩეხის ტენდენციას, გამწვანების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რაც მის დანიშვნამდე მოხდა, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, მისი მმართველობის პერიოდში კი ჯანსაღი ხის მოჭრას ვერავინ გაბედავს. იმ შემთხვევაში კი, თუ მსგავს გადაწყვეტილებაზე თანხმობას მას მერიის ხელმძღვანელი პირები კატეგორიულად მოსთხოვენ, ის სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს:

„ჯანსაღ ხეებს არ გავაჩეხინებ, მე მცენარის გიჟი ვარ.  ვრგავ იმიტომ, რომ იცოცხლოს. ჯანსაღ ხეს მარტო ერთ შემთხვევაში მოვჭრი, თუ ის საშიშროებას უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. მქონდა შემთხვევა უკვე, როცა ევკალიპტი იყო ჯანსაღი, მაგრამ იყო გადაწეული,  მე ის მოვჭერი, იმიტომ, რომ აღარ გასწორდებოდა, მაგრამ ყველა ის განცხადება, რომელიც შემოვიდა ჯანსაღი ხის მოჭრის თხოვნით, იმიტომ, რომ სახლის დაპროექტების დროს ავტორებმა იქ ჯანსაღი ხეების არსებობა არ გაითვალისწინეს, უკან დავაბრუნე. კეთილი ინებონ და დააპროექტონ ისე, რომ ჯანსაღი ხის მოჭრა არც იფიქრონ, მე ამას არ დავუშვებ და წავალ, ეს სკამი არც ისე მნიშვნელოვანია.“

ეთერ მაჭუტაძე ყველას, ვინც დღეიდან  ბათუმის ტერიტორიაზე უკანონოდ ხის მოჭრის ფაქტს აღმოაჩენს, სთხოვს შეეხმიანოს.

პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობისა და ქალაქის გაფორმებისთვის გასულ წელს 6 მილიონზე მეტი ლარი იყო გათვალისწინებული, 2010 წელს კი ამ სამუშაოების შესასრულებლად 2, 136 300 ლარი დაიხარჯა.

დიდი რაოდენობით მწვანე ნარგავები ბათუმის მერიამ 2007 წელსაც შეიძინა, ამ ნარგავების შესაძენად 2007 წლის ბიუჯეტში 800 000 ლარი იყო გათვალისწინებული. მაშინ „ბათუმელებისთვის“  მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით მერიას ამ თანხით ქალაქის სკვერებში 2740 ძირი მცენარე უნდა დაერგო. მოგვიანებით, „ბათუმელების“ ჟურნალისტმა დარგული მცენარეების დათვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ქალაქში 1971 მცენარით ნაკლები მცენარე იქნა დარგული.

გადაბეჭდვის წესი