სიახლეები

დამატებით მილიონები ანბანის კოშკისთვის

30.05.2012 • • 1080
დამატებით მილიონები ანბანის კოშკისთვის

ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში
ნათია ზოიძე
2012 წლის ბიუჯეტი ბათუმის საკრებულომ გასული წლის 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა ბიუჯეტში ცვლილებები საკრებულოს თითქმის ყველა სხდომაზე შეაქვს. 17 თებერვალს ბათუმის საკრებულომ დაახლოებით 11 მილიონამდე თანხა ხელმეორედ გადაანაწილა.
10,714,6 ლარიდან მერიამ 6 მილიონ 500 ათასი ლარი ბიუჯეტის შემოსულობების ხარჯზე მიიღო (ძირითადად მიწის გაყიდვიდან შემოსული თანხებით), დანარჩენი თანხა კი სხვა პროგრამების შემცირების ხარჯზე გამოთავისუფლდა.
დაფინანსება შეუმცირდა შპს „ბათუმის წყალს“, რომელსაც თანხა გამოყოფილი ჰქონდა აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანებისა და სისტემაზე მიერთებისათვის (მილიონი ლარი).
2012 წელს ქალაქის საახალწლოდ მოწყობისა და გაფორმებისათვის გამოყოფილი თანხები ბიუჯეტიდან საერთოდ ამოიღეს. 1 მილიონი იყო დაგეგმილი საახალწლო გაფორმებისთვის და 750,0 ლარი ახალი ნაძვის ხის შესაძენად. ასევე, 1 მილიონი ლარით შემცირდა შპს „სანდასუფთავების“ ბიუჯეტი.
ცვილებების შედეგადად მიღებული თანხები კი ასე გადანაწილდება: 836 ათასი ლარი ნინოშვილის ქუჩაზე მთავარი სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობას მოხმარდება; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა 4 მილიონ 464 ათასი ლარით დაფინანსდება; პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობისათვის 4 მილიონ 334,9 ლარია განკუთვნილი, ამ თანხის 70% დაიხარჯება ზღვისპირა ბილიკების მოწყობის სამუშაოებზე და გარეგანათების ბოძების შესაძენად.
ფეხბურთის კლუბი დაფინანსდება 410,0 ლარით, სარაგბო გუნდის დაფინანსებისთვის 200.0 ათასი ლარი დაიხარჯება.
ანბანის კოშკის მშენებლობისთვის, რომელზეც 60 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, მიმდინარე წელს მერია კიდევ 10 მილიონამდე თანხის დახარჯვას ვარაუდობს. 17 თებერვალს კი ანბანის კოშკის მშენებლობის ბიუჯეტი 680 000 ლარით გაიზარდა. ასევე გათვალისწინებულია თანხა კოშკის შიდა ინტერიერის მოსაწყობად. ამისთვის მერია დაახლოებით 750 ათას ლარს დახარჯავს.
„ეს პროგრამული ბიუჯეტი კი არა, აჯაფსანდალია“ _ ამბობს საკრებულოს წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი და განმარტავს, რომ „შეუძლებელია ასე ბიუჯეტი იწერებოდეს. გამოდის, რომ არ იგეგმება, საერთო თანხა ზეპირად მუხლებშია გაწრილი და როგორც უნდათ, შეაქვთ შემდეგ ეს ცვლილებები, რა ნაძვის ხე უნდა ეყიდათ 750 ათას ლარად, ნატვრის ხეა?“
ბათუმის მერიის სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე „ბათუმელებთან” საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა ბიუჯეტი ისევ გაიზარდოს და ეს პროგრამები ისევ დაფინანსდეს. ამ ეტაპზე კი დარწმუნებულია, რომ აბონენტთა გამრიცხველიანების პროცესში შეფერხებები არ იქნება და „მილიონი ლარით შემცირებული ბიუჯეტი არ ნიშნავს პროგრამის შეჩერებას. მათ ჯერ აქვთ თანხა, რაც პროგრამის გაგრძელების საშუალებას მისცემთ, შემდეგ კი ისევ დავუმატებთ ფულს“.
ბათუმის ბიუჯეტი წელს 184,653 მილიონი ლარით არის განსაზღრული.

გადაბეჭდვის წესი