სიახლეები

გენო გელაძე რომანტიკასა და უფლებებს შორის

30.05.2012 • • 1231
გენო გელაძე რომანტიკასა და უფლებებს შორის

ავტორი:ცაგო კახაბერიძე

ახლა დისერტაციაზე მუშაობს, წარსულში კი არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმიანობას ლექსების წერასაც უთავსებდა, თუმცა ეს არასოდეს გაუსაჯაროებია. მისი შემოქმედების ერთადერთი მკითხველი და ხშირად ადრესატიც, მისი მეუღლეა. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი,“ რომელიც მან 7 წლის წინ ოთხ მეგობართან ერთად დააფუძნა, დღეს რეგიონში ყველაზე ცნობადებს შორის ჩამონათვალში პირველია. შინაგანად უფლებადამცველი, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს, წესებს არასოდეს არღვევს. სამსახურში, სახლში, საჭესთან, ნადირობისას…  გენო გელაძე ყველგან კანონმორჩილია.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ჩამოყალიბებამდე, უფლებების დასაცავად ბრძოლა შვიდი წლის წინ, უნივერსიტეტში გაცდენილი საათებისთვის გადასახადის დაწესების წინააღმდეგ წამოწყებული პროტესტით დაიწყო, შემდეგ კი მომავალმა იურისტებმა ბათუმის უნივერსიტეტში პირველი სტუდენტური თვითმმართველობის ჩამოყალიბება სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. სამაგიეროდ, ხელი ვერავინ შეუშალა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დაფუძნებას, რომელსაც ახალბედა იურისტები საადვოკატო საქმიანობასაც უთავსებდნენ, ოფისის ხარჯები რომ დაეფარათ.

დღეს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ზუსტად ისეთი ორგანიზაციაა, როგორიც გენო გელაძეს მისი დაარსებიდან შვიდი წლის შემდეგ წარმოედგინა. გენო ამას ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანების საქმისადმი დამოკიდებულებით ხსნის: „გამიგია რამდენიმე იურისტისგან გაღიზიანებული საუბარი, რომ ვიღაცამ ღამის ორ საათზე დაურეკა დახმარების სათხოვნელად. როცა ადამიანს უჭირს და შუაღამისას გირეკავს, ესე იგი იმედი აქვს და სჯერა შენი, შენ კი დახმარებაზე უარს ეუბნები მხოლოდ იმიტომ, რომ გეძინება. მაშინ შენ არ ხარ უფლებადამცველი, უბრალოდ, სადღაც მუშაობ და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შენი მოვალეობა, თუმცა ვიცი იურისტებიც, რომლებიც თავს არ ზოგავენ საქმის გასაკეთებლად.“

ვინ დგას გენო გელაძის უკან? – მისი საქმიანობის დასაწყისში ამ კითხვას ბევრი სვამდა, მწვავე ბრიფინგების შემდეგ სამთავრობო სტრუქტურებში მას ოპოზიციის ინტერესების გამოხატვაში ადანაშაულებდნენ, ოპოზიციურად განწყობილები კი სახელისუფლებო პირებთან კავშირში სდებდნენ ბრალს. „ამ კითხვას ღიად მისვამდნენ, ზოგს ჩვენი წარმატება აკვირვებდა და ვერ წარმოედგინა, რომ თუ შენს უკან ლობი, ანუ ე.წ  „პატრონი“ არ იდგა, რაიმე წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად შეიძლებოდა, ბევრს კი სხვა ეჭვებიც უჩნდებოდა. მე არ ვფიქრობ, რომ უცებ მივაღწიეთ წარმატებას, ჩვენთვის მთავარი იყო ორგანიზაციის საქმიანობა, მაგრამ საჭირო იყო გარკვეული ხარჯები, ამიტომ ამ საქმიანობას მივაბით ადვოკატირება და არა პირიქით“.

რაც შეეხება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ცნობადობის მაღალ ხარისხს, არამარტო ქალაქში, არამედ აჭარის მაღალმთიან სოფლებშიც, რაც „ბათუმელების“ გამოკითხვითაც დადასტურდა, გენო გელაძე ორგანიზაციის პოლიტიკითა და მათ მიერ არჩეული მიმართულებებით ხსნის: „ჩვენ არ ვირჩევთ იოლ პროექტებს, პირიქით. ახლა ჩვენ ვიცავთ ადამიანებს გოდერძის უღელტეხილთან ახლოს მდებარე სოფელში, სადაც მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტების წამოწყების გამო მოსახლეობას საკუთრების დაკარგვა ემუქრება.

ეხებოდა თუ არა ჩვენი პროექტები მაღალმთიან აჭარას, ყოველთვის ვცდილობდით, ხშირად ვყოფილიყავით სოფელში და ადგილზე გაგვეწია მოქალაქეებისათვის ადვოკატირება. ცნობადობის განმსაზღვრელი, ალბათ, კიდევ ის გახდა, რომ ჩვენ არ ვტოვებთ პრობლემას, ბოლომდე მივყვებით მას და ხშირად ჩვენი და იმ ადამიანების ურთიერთობა, რომელთა ადვოკატირებასაც ვეწევით, წლობითაც კი გრძელდება. არც მედიას ვიყენებთ ცნობადობისთვის,  მედია ჩვენ პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება. მაგალითად, სოფელ სამებისა და ბილაინის დავის შესახებ თქვენ ახლა გაიგეთ და გააშუქეთ, ჩვენ კი თვეებია ამ საქმეზე ვმუშაობთ და ვიცავთ სოფლის მოსახლეობას.“

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული პროექტი, რომელსაც გენო გელაძის თქმით, ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში, სასწავლო ცენტრების გახსნა იყო, რომელმაც დაინტერესებულ მოზარდებს უფასოდ განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა. თუმცა პროექტი, რომელმაც მასში ყველაზე მეტი ემოცია გამოიწვია, არასრულწლოვან პატიმართა ადვოკატირება იყო, რომლის ფარგლებშიც 200- მეტი არასრულწლოვანი პატიმრის ადვოკატირება მოხერხდა.

გასულ წელს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს ის პატარა ბიჭი შეხვდა, რომელიც მან 2006 წელს ციხიდან გამოიყვანა და ბავშვთა თავშესაფარს მიაბარა. ბიჭი, რომლის ცხოვრების შესაცვლელადაც მისმა ორგანიზაციამ დიდი ძალისხმევა დახარჯა, ვერ იცნო, „გაზრდილა და დავაჟკაცებულა.“ ბიჭმა გენო ქორწილში დაპატიჟა. „…ბევრი სხვა სასიამოვნო მომენტიც არსებობს ცხოვრებაში, მაგრამ ეს განსაკუთრებულია, ამ დროს ზუსტად იცი, რომ მისი ცხოვრება შენი საქმიანობით შეცვალე, ამას ვერ გამოხატავ – უფლებადამცველობა მოვალეობა არ არის, ეს შინაგანი მდგომარეობაა, რამაც შეიძლება სოფლის თავში ფეხით აგიყვანოს იმისთვის, რომ იქ ადამიანი გელოდება, რომელსაც შენი იმედი აქვს. მე ბევრჯერ ვყოფილვარ ჩვენი ბენეფიციარის ქორწილში ან დაბადების დღეზე“.

კიდევ ერთი დეტალი, რაც გენო გელაძის საქმიანობის თანამდევია და რაც მასში განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს, ეს საქმის დასრულების შემდეგ დაცვის ქვეშ მყოფთან დამშვიდობებაა: „როდესაც ყველაფერი სრულდება, ხელს ართმევ, წარმატებას უსურვებ და ემშვიდობები, ხშირად მათი გაკვირვებული და დაბნეული თვალები გულისხმობენ კითხვას: მართლა არაფერს ითხოვ სანაცვლოდ? – ეს მათ ვერ წარმოუდგენიათ. როგორ არის იცით? -არსებობს პროექტი, არსებობს საგრანტო პოლიტიკა, მაგრამ ყველაფერი მაინც უფლებადამცველსა და მის მონდომებაზეა დამოკიდებული, თუ ის შინაგანად უფლებადამცველია, ბოლომდე დაიხარჯება.“

უფლებადამცველობის აზარტს პერიოდულად ნადირობით ანაცვლებს, თუმცა აქაც კანონდამცველია, არასოდეს ნადირობს აკრძალულ დროსა და აკრძალულ ადგილას, წითელ წიგნში შეტანილი სახეობების გარჩევაც კარგად შეუძლია.

არ ფიქრობს, რომ მკაცრი ხელმძღვანელია და არასოდეს ამოწმებს თანამშრომლებს, ეს მისთვის მიუღებელია. თანამშრომლები გულგრილობით საქმეს არასდროს გაუფუჭებენ, რადგან იციან, რომ „ეწყინება“.

ემოციური უფლებადამცველი დისტანცირებული მამაა და 2 წლის ელაიზას მიმართ გრძნობებს საჯაროდ არასოდეს გამოხატავს, რაც მისი მეუღლისთვის ცოტა უჩვეულოა. „თუმცა რაც ელაიზა წამოიზარდა, უფრო დაახლოვდნენ, მსიამოვნებს მათი ყურება, როცა ერთად თამაშობენ“ – ამბობს გენოს მეუღლე. რუსუდან ქავთარაძე პროფესიით უცხო ენის სპეციალისტია და საგანმანათლებლო საქმიანობას მეუღლის მსგავსად არასამთავრობო  სექტორში მუშაობასაც უთავსებს. „სუბიექტური ვიქნები, როდესაც გენოზე ვლაპარაკობ, მაგრამ ის მართლა არაჩვეულებრივი ადამიანი და მეუღლეა. ყოველთვის მზადაა სხვას დაეხმაროს. ბედნიერი ვარ, რომ მას შევხვდი. დედაჩემი ყოველთვის გათხოვების წინააღმდეგი იყო, მეუბნებოდა, რომ ოჯახის შექმნა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ახალ ოჯახთან ურთიერთობა არ გამჭირვებია. ის, რომ იდეალური ურთიერთობა მაქვს მის მშობლებთან და მას ჩემებთან, ყველაფერი მისი დამსახურებაა.“

ჩვეულება, რასაც გენო გელაძე არასოდეს ღალატობს, თუნდაც საქმიანი მოგზაურობისას, მეუღლისთვის საჩუქრის შეძენაა.

გადაბეჭდვის წესი