სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი – მიზიდულობის ახალი ცენტრი ქართულ პოლიტიკაში?

30.05.2012 • • 1108
ბიძინა ივანიშვილი – მიზიდულობის ახალი ცენტრი ქართულ პოლიტიკაში?

ავტორი: ნათია ზოიძე

ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან 

 – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის წინმსწრები განცხადება უკვე შეაფასეს. პოლიტიკოსების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი იყო. რას ფიქრობთ, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლება ლოგიკური და მოსალოდნელი შედეგია?
– თავისთავად ცხადია, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლის არავითარი ლოგიკური აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, ხშირად ხდება ეს.

დღეს საქართველოში ამ ორ სფეროს შორის ზედმეტად მაღალი ხარისხის ბმაა. უფრო მეტიც: ხშირად გვიჭირს საზღვარი გავავლოთ პოლიტიკასა და ბიზნესს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს შორის. არადა, ქვეყანა სტაბილურად და თანამიმდევრულად ვითარდება მაშინ, როდესაც ეს ზღვარი არსებობს. ნორმალურია, როდესაც ბიზნესს პოლიტიკური ლობი ჰყავს, მაგრამ არანორმალურია, როდესაც ბიზნესმენი იძულებულია, თავად ჩაერთოს აქტიურ პოლიტიკაში, რადგან სხვანაირად პოლიტიკოსების მადას თავს ვერ დააღწევს – ურჩევნია, საკუთარი პოლიტიკური პარტია არჩინოს, ვიდრე მუდმივად შანტაჟისა და უკანონო დაბეგვრების საფრთხის წინაშე იყოს.
– რას ფიქრობთ, რატომ გაუჩნდა ივანიშვილს  პოლიტიკაში მოსვლის და ხელისუფლების ოპონირების სურვილი?

– რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შემთხვევას, აქ სხვა გარემოებებიც ემატება. უკვე დიდი ხანია, ეს ადამიანი თავისი სახელის ირგვლივ პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის და, ამდენად, მის მიერ გადადგმული ნაბიჯი ლოგიკური ჩანს. ოპოზიციისა და ხელისუფლების უგვანობით სასოწარკვეთილი ადამიანი სწორედ ახლა შეიძლება ჩაეჭიდოს მის სახელს. ვფიქრობ, ნაბიჯი კარგად არის გათვლილი, თუმცა ძნელია პროგნოზი, რა მოხდება შემდგომ, რამდენად შეძლებს იგი ამ ძალზე კარგი სასტარტო პირობების გამოყენებას. ბევრი რამ მის ადამიანურ გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მის გარშემო თავს არ მოიყრის კრიტიკულად დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთა პოლიტიკური იმიჯის მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ინტელიგენციისგან არ შექმნის ერთგვარ საჩვენებელ პოლიტიკურ პრეზიდიუმს. ვერ გეტყვით, რამდენად შეძლებს ივანიშვილი თავის დაცვას მოვლენათა ამგვარი განვითარებისგან. არადა, დღეს ჩვენ სასიცოცხლოდ გვესაჭიროება ხელისუფლების დამბალანსებელი პოლიტიკური ალტერნატივა. პირადად მე, გული დამწყდება, თუ ივანიშვილიც ვერ შეძლებს ამ ალტერნატივის შექმნას.
 – მოვისმინეთ შეფასება – „თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის ინიციატივა პირადად მას ეკუთვნის და არა ხელისუფლებას, ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, სასარგებლო იქნება“. თეორიულად დავუშვათ, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის ინიციატივა ხელისუფლებას ეკუთვნის. რატომ შეიძლება აწყობდეს ეს ხელისუფლებას?

– ამ კითხვაზე უკვე საკმაოდ კარგად უპასუხა რამაზ საყვარელიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში. მესმის, რომ სამივე ქართული ხელისუფლება იყენებდა ამ ხერხს: თავადვე უწყობდა ხელს იმგვარი ოპოზიციის ჩამოყალიბებას, რომელსაც შემდეგ ძლევამოსილად დაამარცხებდა. ის საწყისი პოლიტიკური კაპიტალი, რომლის მფლობელიცაა ბიძინა ივანიშვილი ზედმეტად სარისკოს ხდის ამ ნაბიჯს. თუ დავუშვებთ, რომ მისი პოლიტიკაში წასვლა ხელისუფლების ინიციატივაა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პიროვნების მიმართ არსებული მოლოდინების წყალობით (თუ ამას მის ფინანსურ რესურსებსაც დავუმატებთ) იგი იოლად დაუძვრეს სახელისუფლებო კონტროლს. ამდენად, ეს ვერსია არადამაჯერებლად მეჩვენება.

ბიძინა ივანიშვილი არც ერთ იმ პროექტის პრეზენტაციაზე არ გამოჩენილა, რომელიც მისი საქველმოქმედო ფონდიდან დაფინანსდა, არ გაუკეთებია არც ერთი საჯარო განცხადება საქართველოში (მის ნაცვლად აქამდე განცხადებებს აკეთებდა „ქართუ ჯგუფი“). როგორ შეიძლება ამის ახსნა – ეს მისი მხრიდან ერთგვარი სტრატეგიაა საზოგადოებაში ინტერესის გამოსაწვევად, თუ ეს მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ ის საჯარო პირი არ არის? 
– ეს პოლიტიკური ტექნიკის საქმეა. ამაზე პასუხი გამიჭირდება, ხოლო წინასწარი ვარაუდების გამოთქმა არ ღირს. ყველაფერი უახლოეს ხანებში გამოჩნდება.
 – პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსვლის განაცხადი ივანიშვილისთვის კარგი მაგალითია თუ ცუდი?

– სჯობს, ამას თავად ბატონმა ბიძინამ უპასუხოს. პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსვლა ცუდი შედეგებით დამთავრდა. რაც შეეხება იმას, თუ ვისთვის როგორ მაგალითად იქცევა იგი, ყოველი ცალკეული ადამიანის უნარზე და ღირებულებათა სისტემაზეა დამოკიდებული.
– რატომ შეიძლება მას ჰქონდეს ხალხის მხარდაჭერა?
– მე უკვე ვახსენე მის მიმართ არსებული მოლოდინი. გარდა ამისა, მისი ბიოგრაფია საკმაოდ კარგ საფუძველს იძლევა, შეიქმნას ერთგვარი ლეგენდა მის შესახებ, შეიქმნას და უკვე, ნაწილობრივ, შეიქმნა კიდეც სახე ქართველი კაცისა, რომელმაც უმძიმეს წლებში არაფრით დაიწყო და ბიზნესის უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, რომელმაც შეძლო გასხლტომოდა ურთულეს პოლიტიკურ ვითარებებს, ქართულ სულიერობას პატრონობდა მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ან მიტოვებული იყო, ან – ლიბერტარიანელთა დაცინვის საგანი… ჩვენს ცხოვრებას აკლია სახე გმირისა, რომელმაც გაუძლო ახალ ისტორიას, ულმობელი სამყაროს დაწოლას და წარმატებულია. ასეთი გმირის არსებობა ადამიანებში იმედს აღვიძებს. ყველაფერმა ამან, ოსტატური გამოყენების შემთხვევაში, ივანიშვილი მიზიდულობის ცენტრად შეიძლება აქციოს, თუმცა კი საკმარისია ზომის გრძნობამ გიღალატოს და დაცინვის ობიექტიც აღმოჩნდე.
2003 წელს ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ისტებლიშმენტმა თავი ჩვენი კულტურის მიმართ უცხო ელემენტის მდგომარეობაში ჩაიყენა. რეფორმებსა და ქვეყნის მოდერნიზაციას იგი საკუთარი საზოგადოების მიმართ მუდმივი შეთქმულის მდგომარეობაში ახორციელებს. გავიხსენოთ, როგორ შეეწირა იდეოლოგიურ მოთხოვნებს (რომელთა თანახმადაც ქვეყნის უსწრაფესი ურბანიზაციის პროცესი უნდა წასულიყო) ქართული სოფელი, გავიხსენოთ, თუ რა ტლანქი და ხელოვნურად გამოწვეული სკანდალი მოჰყვა რელიგიათა შესახებ სრულიად ნეიტრალური კანონის მიღებას. დგება მომენტი, როდესაც პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი იმდენად ამოწურავს ნდობის კრედიტს, რომ მის მიერ გაკეთებული სიკეთის მიმართაც კრიტიკულად დაბალია მიმღებლობა. ძალზე ხშირად საზოგადოება უსამართლოდაც ეპყრობა ადამიანებს, რომელთაც სულ მცირე ხნის წინ უპირობოდ ენდობოდა. ასე მოუვიდა გამსახურდიას, ასე მოუვიდა შევარდნაძესაც. ხელისუფლება ზედმეტად ლაღად და უშურველად ექცეოდა თავისი ნდობის კრედიტს. ეს კი ივანიშვილისათვის კიდევ ერთ ხელსაყრელ წინაპირობას ქმნის.
ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ სასტარტო პირობებს ეხება. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაჩნდა არაერთი პოლიტიკური ძალა, რომლებსაც, ასევე, არ ჰქონდათ ურიგო სასტარტო პირობები.
– ივანიშვილის პოლიტიკური განაცხადის გახმოვანება სარკოზის ჩამოსვლას დაემთხვევა, რას მიიღებს ამით ივანიშვილი, მხოლოდ საერთაშორისო მედიის გამოხმაურებას?
– პირველ რიგში, მას შესაძლებლობა ეძლევა მოსინჯოს, თუ რა ხარისხით შეუძლია საზოგადოების ყურადღება სარკოზის ჩამოსვლას ჩამოაცილოს. ვფიქრობ, ეს ძალზე საინტერესო ტესტი იქნება. თუ გადავხედავთ, როგორი აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა განცხადებამ ქართულ მედიაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ტესტირება მისთვის სასურველ სურათს იძლევა.

გადაბეჭდვის წესი