სიახლეები

ბიზნესი სტუდენტების ხარჯზე

30.05.2012 • • 1186
ბიზნესი სტუდენტების ხარჯზე

ავტორი: ეკა ბარამიძე

შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბა ხიჭაურში, სადაც ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, წლების წინ საბჭოთა საჯარისო ნაწილი იყო განთავსებული. გასულ წელს აჭარის ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ბინების ნაწილი მოსახლეობას დაუკანონა.

დღეს უნივერსიტეტის სიახლოვეს არსებული ყველა ბინა თითქმის გაქირავებულია. ბინა აქ საწოლის მიხედვით ქირავდება, ერთი საწოლის დაქირავება თვეში 60-დან 100 ლარამდე მერყეობს. გაქირავებულ ოთახებში 4-5 საწოლი დგას. სტუდენტები გათბობისა და შუქის ფულსაც თავად იხდიან. შედარებით უკეთესი ვითარებაა დაბიდან მოშორებულ სოფლებში, ბინები აქაც საწოლის მიხედვით, 10-20 ლარით ნაკლებად ქირავდება.
სოფო შაინიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში ცხოვრობს. ხიჭაურის უნივერსიტეტში მედდის სპეციალობას ეუფლება და სამ თანასოფლელთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობს. ამ ოთახში ოთხი საწოლი, კარადა, ტანსაცმლის საკიდი, ღუმელი, მაგიდა და სკამებია განთავსებული. ეს ოთახია სტუდენტებისთვის მისაღებიც, სამზარეულოცა და საძინებელიც.
სოფო ამბობს, რომ თავდაპირველად გაუჭირდა სწავლა, რადგან ოთახში ყველა ხმამაღლა კითხულობდა: „თვეში 60 ლარს ვიხდი, გადასახადში მხოლოდ საწოლის ფასი შედის, საწოლები იყო, სხვა ნივთები ჩვენ მოვიტანეთ, შეშის ღუმელი დავდგით, შეშა ტომრებით სოფლიდან ჩამოგვაქვს. საკვების ფულს ვაგროვებთ და ბათუმში ვყიდულობთ, რადგან აქ საკვებზე ფასმა მოიმატა. ყველაზე ძვირი მაინც პური და ტკბილეული ღირს“.
სოფოს მეგობარი და თანასოფლელი ნათია მახარაძე ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტია. ის დასთან და ორ მეგობართან ერთად ცხოვრობს. მის ოჯახსაც შესაბამისად მეტის გადახდა უწევს, რადგან ორი საწოლი უნდა დაიქირავოს. ნათია ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გადაადგილებას ასახელებს: „ბევრი სტუდენტი და ცოტა მარშრუტკაა, ამიტომაც სტუდენტებს საათობით გვიხდება ლოდინი სახლებში წასვლის დროს. ბათუმიდან მომავალი მარშრუტკები ყოველთვის დაკავებულია, ფეხზეც ვერ დადგები, რამდენჯერ საათობით მიცდია და სახლში ვერ წავსულვარ. რაც შეეხება პურს, 70 თეთრი ღირს, ამიტომაც ქალაქიდან ამოგვაქვს“.
სოფო სოლომონიძე ბათუმში ცხოვრობს, საწოლი დაბიდან დაშორებულ სოფელში დაიქირავა და 70 ლარს იხდის: „საცხოვრებელი აქ საწოლის მიხედვით ქირავდება, სოფლად 60 ლარი ღირს. როდესაც მე საცხოვრებელი ფართობის დაქირავება გადავწყვიტე, დაგვიანებული იყო, 70 ლარში ძლივს ვნახე. გარდა ამისა, ელექტროენერგიის საფასურს ვიხდი. ამას ემატება საკვებისა და გზის საფასური, კვირაში ან ორკვირაში ერთხელ სახლშიც ხომ უნდა ჩავიდე?“
სტუდენტებისგან განსხვავებით კმაყოფილია ფატი ჯაყელი, რომელიც სოფელ ხიჭაურში ცხოვრობს. მას ორსართულიანი სახლი აქვს და სახლის მეორე სართულს მესამე წელია აქირავებს. წელს შვიდმა სტუდენტმა დაიქირავა მასთან საწოლი: „სტუდენტები არიან, ყველას უჭირს და როგორ გავუძვირო, მაგრამ მეც მყავს შვილები, 9 შვილის დედა ვარ, რვა ქალიშვილი და ერთი ვაჟი მყავს. სტუდენტების მოსვლამ გაგვახალისა, მათ როგორც საკუთარი შვილებს, ისე ვუყურებ. სამზარეულო ოთახი ცალკე მოვუწყვე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ცხელი წყლით სარგებლობა, ჩემთან თბებიან“.
ზინა ზოიძე კი ორი წელია აქირავებს ოთახებს. სწორედ ამ მიზნით მეორე სართულის დაშენებასაც აპირებს. ოჯახის უხუცესი ქალბატონის თქმით, „ხიჭაურში ყველაზე მომგებიანი ფართობის გაქირავებაა, რაც უფრო მეტი ოთახი გაქვს, მით მეტ სტუდენტს მიიღებ. მოთხოვნა დიდია“.

გადაბეჭდვის წესი