სიახლეები

ბერას „შიშის და ჩურჩულის დრო დასრულდა“

30.05.2012 • • 1068
ბერას „შიშის  და ჩურჩულის დრო დასრულდა“

კლიპი სახელწოდებით  „ქართული ოცნება“ უკვე  „ფეისბუქზეა“ .  დაანონსებული კლიპი საათნახევრის დაგვიანებით გავრცელდა.  „ფეისბუქის“ მომხმარებელი ბერამ  წინასწარ გააფრთხილა   –„ახალი კლიპი – ქართული ოცნება –  დღეს, საღამოს 8 საათზე!!! ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო ეს კლიპი ტელევიზიით არ გავა. მხოლოდ თქვენთვის, მხოლოდ ამ გვერდზე! ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა… “

[youtube https://www.youtube.com/watch?v=bhu5NL4jwKA&w=560&h=315]

ბერამ თავის გვერდზე სტატუსი   ქართულად დაახლოებით  დღის 4 საათზე განათავსა . უკვე 8  საათისთვის სტატუსს  1354  მოწონება და  322 კომენტარი  ჰქონდა.  ვიდეოკლიპი ბერამ  მამის – იძინა ივანიშვილის  პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისს მიუძღვნა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი გაურკვეველია და შესაბამისად  ისიც, მიეცემა თუ არა მას პოლიტიკური პარტიის შექმნის შესაძლებლობა , ბერამ  სოციალურ    ქსელში   მამის მხარდასაჭერი კამპანია უკვე  წამოიწყო. თუ ადრე  რეპერი სტატუსებს ინგლისურად წერდა, მამის პოლიტიკური განაცხადის შემდეგ  სტატუსების გამოქვეყნება  მან  ქართულად დაიწყო. შესაბამისად გაიზარდა  სტატუსების გამზიარებელთა, მომწონებელთა ,  კომენტატორთა რიცხვი .

„მე გადავწყვიტე შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში” – ეს გახლავთ ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან.  „მოვიდა დრო, ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება!!!“ –  ესეც ბერას ერთ-ერთი სტატუსია ,რომელსაც  605 კომენტარი აქვს და 2 560  მეგობარს  მოსწონს.

ბერამ ერთ-ერთ სტატუსად ილია ჭავჭავაძის სიტყვები გამოიყენა – „ ენა მამული სარწმუნოება“.

რეპერი ბერა საქართველოში ბევრმა  ნანუკა ჟორჟოლიანის შოუთი გაიცნო. დღეს სოციალურ ქსელში  მისი გვერდი 144.211 ადამიანს მოსწონს და 15 .409 ლაპარაკობს მასზე.

მილიარდერი ივანიშვილი თავის წერილში კიდევ ერთი შვილის, უტას შესახებ წერს, რომელმაც მას პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.

ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ, მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო. მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადასწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. -წერს ბიძინა ივანიშვილი.

გადაბეჭდვის წესი