სიახლეები

ბათუმში სასტუმრო “ლონდონი” ჩამოინგრა

30.05.2012 • • 1636
ბათუმში სასტუმრო “ლონდონი” ჩამოინგრა

ავტორი:ნანა კვაჭაძე

[slideshow]

ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამ ადგილას რამდენიმე თვეა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „ლონდონი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში „ლონდონი“ პირველი კლასის სასტუმროს წარმოადგენდა. ბათუმის ისტორიის მკვლევარის, თემურ კომახიძის ცნობით მისი მფლობელები იყვნენ გუგუშვილი და გაბელია.

„რენესანსულ-კლასიცისტურ სტილში შესრულებული ეს მძლავრი, მონუმენტური ნაგებობა გამოირჩევა მკაფიო ტექტონიკურობითა და მასშტაბურობით. მისი ადგილმდებარეობა და მხატვრული გადაწყვეტა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქგეგმარებით სტრუქტურასა და უბნის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში,“ – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათში, რომელიც 2004 წელსაა შედგენილი. აქვე მითითებულია რომ ძეგლი “ცუდ მდგომარეობაშია”.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=62O0QYHI-jI&feature=youtu.be]

გადაბეჭდვის წესი