სიახლეები

ბათუმის მერი მეზობლებს ურიგდება

30.05.2012 • • 1309
ბათუმის მერი მეზობლებს ურიგდება

ავტორი: ემზარ დიასამიძე

ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის მიერ დაწყებული სამეზობლო დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მორიგებით სრულდება. როგორც ედაურდ პოღოსიანის ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში თქვა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა: „ქუთაისში ჩემი მარწმუნებლის წინააღმდეგ ამჟამად ბათუმის მერი აღარ მონაწილეობს. მის ნაცვლად პროცესში მონაწილეობას აგრძელებენ მისი უახლოესი ნათესავები: და – ლიანა ჩხაიძე, ბიძაშვილი – ზურაბ ჩხაიძე და მამიდაშვილი – ისრაფილ ლორთქიფანიძე. სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ მათი ადვოკატი დავით გაბაიძე და ისრაფილ ლორთქიფანიძე“.
შავაძე ამბობს, რომ სასამართლომ მიიღო მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც მტკიცდება, რომ პოღოსიანის კერძო საკუთრება საერთო ეზოში თავდაპირველად შეადგენდა 67 კვ.მ-ს და არა 32 კვ.მ-ს, როგორც ეს იყო წარდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში: „აქედან გამომდინარე, მოსამართლემ პოღოსიანის მიერ გაყიდული მიწის ნაკვეთი სამართლიანად მიიჩნია და მხარეებს ეზოს დარჩენილი ნაწილის გაყოფის საკითხში მორიგება შესთავაზა“.
შავაძის განცხადებით გაბაიძე სასამართლოს დაჰპირდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით თავის მარწმუნებლებთან გამართავს მოლაპარაკებას.

გადაბეჭდვის წესი