სიახლეები

ბათუმის ვიცე მერი დავით ლეკვეიშვილი

30.05.2012 • • 1583
ბათუმის ვიცე მერი დავით ლეკვეიშვილი

ბრძანებას დავით ლეკვეიშვილის ბათუმის მერიაში ვიცე მერად დანიშვნის შესახებ უკვე მოეწერა ხელი. ოფიციალურად თანამშრომლებისთვის ის ჯერ არ წარუდგენიათ. ლეკვეიშვილმა ავთანდილ დარჩია შეცვალა. სავარაუდოდ ვიცე მერის კაბინეტს დღეიდან დაიკავებს
ვინ არის დავით ლეკვეიშვილი?
ლეკვეიშვილი 40 წლისაა და მას 17 წლის სამუშაო გამოცდილება აქვს. ასლან აბაშიძის მთავრობაში მას რამდენიმე თანამდებობრივი პოზიცია ეკავა. სამუშაო კარიერა 22 წლის ასაკში , აბაშიძის მთავრობაში დაიწყო , როგორც მინისტრთა საბჭოს ინფორმაციის განყოფილების მთავარმა სპეცილისტმა . ზუსტად ერთ წელის შემდეგ ის დააწინაურეს. მინისტრთა საბჭოს მთავარი მრჩეველი გახდა კონტროლის, ანალიზისა და ინფორმაციის საკითხებში. კიდევ სამი წელი იმუშავა აჭარის მთავრობაში. შემდეგ კი ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაყვაინეს . აქაც თანამდებობრივი პოზიციის გაუმჯობესება ერთ წელში მოახერხა. რიგითი ინსპექტორობიდან მალე შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე გახდა. აჭარაში ვარდების რევოლუციამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა. მალე ის ლევან ვარშალომიძის გუნდში გამოჩნდა. და აჭარის მთავრობის აპარატში საქმისწარმოების სამსახურის მოქალაქეთა მიღებისა და მოქალაქეთა წერილებზე მუშაობის განყოფილების უფროსად დაინიშნა. 2006 წ. ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის უფროსად დაინიშნა.2009 წლამდე მერიის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა.2009 წლის 23 მარტიდან ლეკვეიშვილი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად აირჩიეს. მან მაშინ მალხაზ ნაკაშიძე შეცვალა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 4 წელია. თუმცა ლეკვეიშვილს რომელმაც ამ თანამდებობაზე 22 ხმა მიიღო უფლებამოსილების ვადა დროზე ადრე შეუწყდა

გადაბეჭდვის წესი