სიახლეები

ახალი მოადგილეები ახალი ფუნქციით

30.05.2012 • • 1233
ახალი მოადგილეები ახალი ფუნქციით

აჭარის ტელევიზიიდან ამ დეპარტამენტის თავმჯდომარის ორი მოადგილის დათხოვნის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია. წესით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ასევე იცის მერაბ კარანაძესა და რამაზ ურუშაძეს მინდია ნაკაშიძე – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი უფროსი და დავით დავითაძე – მთავრობის აპარატის ყოფილი თანაშემწე რომ ჩაენაცვლნენ.

წასულმა მოხელეებმა „ბათუმელებთან“ ასე ჩამოაყალიბეს თავიანთი ფუნქციები აჭარის ტელევიზიაში. მერაბ კარანაძე: „ტელევიზიის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბევრი რამე ევალება… ჩემი ძირითადი ფუნქცია მაინც ტექნიკური დარგის ზედამხედველი იყო“. რამაზ ურუშაძე: „მე ტელევიზიაში შექმნილი პროდუქციის შინაარსზე ვიყავი პასუხისმგებელი“. ორივე ყოფილი მოხელე ამბობს, რომ მათი ფუნქციები აჭარის ტელევიზიის შიდაგანაწესით იყო განსაზღვრული.

იმ ადამიანებს, ვინც მერაბ კარანაძე და რამაზ ურუშაძე ჩაანაცვლეს, სრულიად ახალი ფუნქციები დაეკისრათ. მაგალითად, დავით დავითაძე, როგორც ლევან ვარშალომიძის პრესცენტრის ხელმძღვანელი მირიან ლებანიძე „ტელეარხ 25“-თან ამბობს, სავარაუდოდ, ტელევიზიის ფინანსებს გააკონტროლებს, რომელიც 2012 წელს თითქმის 7 მილიონი ლარი იქნება. აქამდე ტელევიზიასთან პროფესიონალური ურთიერთობა არც მინდია ნაკაშიძეს ჰქონია. ის იურისტია, თუმცა ამ ტელევიზიის იურიდიულ სამსახურში რამდენიმე გამოცდილი იურისტი აქამდეც მუშაობდა.
„გაზეთი ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი