სიახლეები

უსკოს თავმჯდომარემ პ/გ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა

19.08.2016 • 1271
უსკოს თავმჯდომარემ პ/გ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა

ცოტა ხნის წინ, უსკოს თავმჯდომარემ პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დღევანდელი განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 24 ივნისის N3 განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა.

პოლიტიკური გაერთიანების ცესკოს მიერ რეგისტრაციიდან მოხსნას წინ უძღოდა საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: