სიახლეები

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეები სამსახურიდან წავიდნენ

30.05.2012 • • 1230
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეები სამსახურიდან წავიდნენ

დღეს გახდა ცნობილი, რომ თანამდებობა დატოვა აჭარის ტელევიზიის დირექტორის პირველმა მოადგილემ მერაბ კარანაძემ.
ინფორმაციას ადასტურებს თეა ცეცხლაძეც, ამ ტელევიზიის დირექტორი. მისი განცხადებით, კარანაძე სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. განცხადების ტექსტში კი მითითებული არ არის მიზეზი, რის გამოც კარანაძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო, – ამბობს ტელევიზიის დირექტორი. თეა ცეცხლაძემ არ იცის კარანაძე სხვა რომელიმე სამსახურში ხომ არ გადადის.
„ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, რამდენს ხანს უნდა ვიყო ერთ თანამდებობაზე“, -აცხადებს ტელევიზიის შეფის უკვე ყოფილი მოადგილე მერაბ კარანაძე. ის ასევე გამორიცხავს ყოველგვარ კონფლიქტს ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან. ის ასევე გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ბათუმის ერთ-ერთ ვიცე-მერის ვაკანტური თანამდებობა დაიკავოს. „ამ ეტაპზე არც ერთი კონკრეტული შემოთავაზება არ განიხილება“, – ამბობს კარანაძე.
მერაბ კარანაძე დაახლოებით 5 წელი მუშაობდა ტელევიზიის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ვარდების რევოლუციის შემდეგ მას თავმჯდომარის პოსტიც ეკავა.
1 ნოემბერს ტელევიზაში მოდგილის თანამდებობა დატოვა რამაზ ურუშაძემაც. თეა ცეცხლაძის განმარტებით, ის კერძო ბიზნესში წავიდა და დაახლოებით 3 თვის წინ იცოდა ურუშაძის გადაწყვეტილების შესახებ. ამ ინფორმაციას ადასტურებს ურუშაძეც. მისი თქმით, ახალი სარეკლამო კომპანია – „ნიუ მედია აჭარა“ ჩამოაყალიბა და იქ გააგრძელებს საქმიანობას.
სექტემბრის დასაწყისში აჭარის ტელევიზიაში კონტროლის პალატა შევიდა. მაშინ თანამდებობი ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლებმა დატოვეს. მერაბ კარანაძემ „გაზეთ ბათუმელებს“ ერთი თვის წინ განუცხადა, რომ ეს გეგმიური შემოწმება იყო. „თანამდებობა მხოლოდ ორმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის მთავარმა ბუღალტერმა. დანარჩენები სხვა სამსახურებში გადავიდნენ და იმიტომ დატოვეს ტელევიზია, თუმცა ეს კონტროლის პალატის შემოსვლამდე იყო“, – განაცხადა მერაბ კარანაძემ „გაზეთ ბათუმელებთან“ 10 ოქტომბერს.
ტელევიზიის მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობეს ვინ დაიკავებს, ჯერეჯობით, უცნობია. ვინაიდან ტელევიზია სამართლებრივად მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა, აქედან გამომდინარე მოადგილეებს აჭარის მთავრობის თავჯდომარე ლევან ვარშალომიძე დანიშნავს.

გადაბეჭდვის წესი