აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ქობულეთიდან, ბათუმში, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე იკრიბებიან. კოლონებად წამოსული ავტომანქანების ნაწილი უკვე ბათუმშია.
ევროპის მოედანზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს, საღამოს 8 საათზე, მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს. ერთი საათით ადრე კი „ქათული ოცნების“ მიერ ორგანიზებული კონცერტი დაიწყება.