სიახლეები

“მაესტროში” განლაგება უცვლელია

30.05.2012 • • 1308
“მაესტროში” განლაგება უცვლელია

მაესტროსთან

“მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა დღეს ფეისბუქზე  გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიაში ვითარება არ შეცვლილა. შენობაის მეორე და მესამე სართულზე კვლავ მამუკა ღლონტი იმყოფება და შიგინდან აქვს კარები ჩაკეტილი, ხოლო პირველ სართულზე მმართველი კომპანიის წარმომადგენელი ეროსი კიწმარიშვილი იმყოფება. არც ერთი მათგანი შენობის დატოვებას არ აპირებს.

“მაესტროს” დამფუძნებელთა ჯგუფმა გუშინ სიტყვიერად განაცხადა, რომ ტელევიზია მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს. კონტრაქტის გაწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია ეროსი კიწმარიშვილისა და მისი თანმხლები პირების ტელეკომპანიის შენობაში შესვლა, რასაც დამფუძნებლები შენობაში შეჭრად აფასებენ.
დამფუძნებლები დღეს ამასტან დაკავშირებით მიმართვას სასამართლოს გადაუგზავნიან.

საიას იურისტის, თამარ კორძაიას თქმით, ხელშეკრულების პირობები ორივე მხარეს აქვს დარღვეული.

ნეტგაზეთის მიერ გავრცელებული ცნობით, ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი „მაესტროს“ დამფუძნებლებს 2012 წლის 30 ნოემბრამდე უკრძალავდა კომპანიის გაყიდვას 10 მილიონზე ნაკლებად (ამ საკითხზე დაწვრილებით წაიკითხეთ netgazeti.ge-ზე). ხელშეკრულების მიხედვით, სწორედ ამ დრომდე უნდა მართოს ეროსი კიწმარიშვილმა მაესტრო. გაყიდვის შემთხვევაში კი მმართველი თანხის 25 პროცენტს მიიღებდა.

გადაბეჭდვის წესი