სიახლეები

“კიდევ ერთი სიმღერა, რომელსაც დაბლოკავენ”-ბერა

30.05.2012 • • 1291
“კიდევ ერთი სიმღერა, რომელსაც დაბლოკავენ”-ბერა

ბერას ახალი სიმღერა ისევ სოციალურ ქსელში “ფეისბუქში” გავრცელდა,რომელიც მისი მეგობრის დაკავების ფაქტს მიუძღვნა.”კიდევ ერთი სიმღერა რომელსაც დაბლოკავენ”- ასე იწყება სიმღერის ტექსტი, „მე ვარ ახალი თაობა ,არ დავივწყოთ წარსული“-ეს მისამღერია.
ბიძინა ივანიშვილის შვილის, მომღერალ ბერას მეგობარი ლევან მდინარაძე სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა–შენახვის გამო დააკავეს.მის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ გააკეთა: “ლევან მდინარაძე 260–ე მუხლითაა დაკავებული ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა–შენახვის ფაქტთან დაკავშირებით.” გვენეტაძემ უარყო მომღერლის “ქართული ოცნების” მაისურების დარიგების გამო დაკავება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან მდინარაძე (DJ Rembo) მაისურების დარიგების გამო დააკავეს, ბერას ოფიციალურ ფეისბუქ– გვერდზე გავრცელდა.
”ლევან მდინარაძე (DJ Rembo) ქართული ოცნებისთვის დაიჭირეს! გუშინ საღამოს დააკავეს ჩემი და თქვენი მეგობარი, ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე (DJ Rembo). ის „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებდა… ვერ შევჩერდებით, მთელი თაობა მოგვყვება!” – წერს ბერა ფეისბუქზე. ბერას პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამთა ასლამაზიშვილმა დაადასტურა ფაქტი, რომ ლევან მდინარაძე ბერასთან მეგობრობდა და გუშინ “ქართული ოცნების” მაისურებს არიგებდა, თუმცა მან განაცხადა, რომ მდინარაძის დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია.
DJ Rembo-ს და ფეისბუქზე წერს, რომ სამართალდამცავებმა მდინარაძის საცხოვრებელი გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი უპოვიათ.
[soundcloud url=”https://api.soundcloud.com/tracks/25839054″]

გადაბეჭდვის წესი