სიახლეები

სასტიკი წამებით გაუპატიურება

30.05.2012 • • 2775
სასტიკი წამებით გაუპატიურება

ავტორი: ემზარ დიასამიძე

ხელვაჩაურში წამებით გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა. დაახლოებით ორი კვირის წინ ხელვაჩაურის ერთ-ერთი კერძო დაწესებულებიდან ნაცნობმა პირებმა მოტყუებით გაიყვანეს გოგონა, მიაღებინეს ალკოჰოლური სასმელი, რომლის შედეგადაც იგი ჯერ ჯგუფურად გააუპატიურეს, შემდეგ კი აწამეს. ნაწამებს ანალურ ხვრელში სანთელი შეუყვანეს, ბოლოს კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მსხვერპლი მდინარე ჭოროხის ნაპირზე დააგდეს.

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. არაოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლზე შვიდმა მამაკაცმა იძალადა, ერთ-ერთი ვერსიით, მათგან ოთხი უკვე დაკავებულია, მეორე ვერსიით, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი პიროვნებაა დაკავებული: ხელვაჩაურის მკვიდრნი – ვინმე ნინიძე და ვარშალომიძე, დანარჩენი კი იძებნებიან.

ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოდან ტრადიციულად თბილისში, სამინისტროს პრესსამსახურში გადაგვამისამართეს. შს სამინისტროს პრესსამსახურში ჯერ გამოგვკითხეს, თუ რა გვაინტერესებდა. შემდეგ გაგვიმარტეს, რომ ამ საკითხზე პასუხს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ გვენეტაძე გაგვცემდა. თავად გვენეტაძემ ჯერ სამსახურში არ ყოფნა მოიმიზეზა, შემდეგ, ასევე ტრადიციულად, სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ხოლო ბოლოს საერთოდ გამორთო მობილური.

ხელვაჩაურში მომხდარ ძალადობის ფაქტს ადასტურებენ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ოფიციალური კომენტარისგან (პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე) თავი შეიკავეს. პაციენტს პროქტოლოგიურ განყოფილებაში ოპერაცია ჩაუტარდა. მას დაზიანებული სწორი ნაწლავის გარკვეული ნაწილი ამოაჭრეს. მის ჯანმრთელობას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. იგი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულ მოსახლეობაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.

ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ მომდევნო კვირაში მოგაწვდით.

გადაბეჭდვის წესი