სიახლეები

რას ეძახის მერია რეაბილიტაციას?

30.05.2012 • • 1157
რას ეძახის მერია რეაბილიტაციას?

ავტორი: ლელა დუმბაძე

მერიის შესყიდვების გეგმაში შესული ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტიდან „გამოთავისუფლებული“ 925 000 ლარი წესით, წლის ბოლომდე, ფარნავაზ მეფის, გორგასალის, ლერმონტოვის, გოგებაშვილის, მეტაქსას და ხინიკაძის ქუჩების რეაბილიტაციაზე უნდა დაეხარჯათ, მაგრამ მერია თანხის გახარჯვას ვერ ასწრებს. „გამოთავისუფლებული 16 245 ლარით“ კი, ახალგაზრდებისთვის საახალწლო ბანკეტის მოწყობა დაიგეგმა. რას ნიშნავს „გამოთავისუფლებული“ თანხა და ვინ არიან ახალგაზრდები, ვის გასართობადაც მერია ხალხის ფულს ხარჯავს.

გორგასალისა და ფარნავაზ მეფის ქუჩები, როგორც აქ მცხოვრებლები აცხადებენ, ოთხი წელია ამორტიზებულია. გადათხრილ გზებზე ღრმა ორმოები და რკინა-ბეტონის ნარჩენები ყრია. მესამე საჯარო სკოლის წინ, წყლის უზარმაზარი გუბე მზიან ამინდშიც კი დგას. ამ ქუჩების კეთილმოწყობაზე შპს „ზიმო“ მუშაობს, რომელმაც ქუჩების რეაბილიტაცია წელს, მხოლოდ ზედაპირული მოხრეშვით დაასრულა. „ეს არის თვალში ნაცრის შეყრა. ხედავთ, რამხელა ტბა დგას? თევზები მაინც გაუშვან, გამოგვადგება“, – ამბობს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრები ვახტანგ ნაგერვაძე. მისი თქმით, ბიუჯეტი არამიზნობრივად არ უნდა დაიხარჯოს: „მოვიდნენ, მიასწორ-მოასწორეს, დაყარეს ხრეში და წავიდნენ. სად წავიდნენ? რა ვიცი, ან ბრიუსელში, ან ნიცაში. სად უნდა მიხვიდე, ვისთან უნდა მოიკითხო, არის მისასვლელი გზა? ქუჩა კი არა, შუქი და გაზი რომ გაითიშოს, მაშინ ვერ ვრეკავთ. არც ცხელი ხაზია და არც ცივი“.

წლობით აყრილი ქუჩები და ტროტუარები ფეხით მოსიარულეებსაც ისევე უქმნის დისკომფორტს, როგორც მძღოლებს. „სულ გაგვიფუჭდა საბურავები“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

პრობლემაზე საუბრობენ გორგასალის ქუჩის მცხოვრებლებიც, ოღონდ ვინაობას არ ასახელებენ. „რად გინდა ბიძია ჩემი სახელი, ხომ ხედავ რაც ხდება“, – ამბობს ხანდაზმული მამაკაცი. ის დასძენს, რომ ხელისუფლების მიერ „რეაბილიტირებული“ ქუჩები კომუნისტებს აგონებს: „ასე იყო ადრე, კომუნისტების დროსაც. მოვიდოდა ერთი ბრიგადა, გააფუჭებდა საქმეს, მერე მოვიდოდა მეორე, მერე მესამე და იყო ასე გაუთავებლად“.

„მე ინტერვიუს ვერ მოგცემთ… რატომ? ნაციონალი ვარ და იმიტომ“, – ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით გიორგი ავალიანის სახელით გაგვეცნო.

ცვლილება, აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციის დაფინანსებაზე ბიუჯეტში ნოემბრის ბოლოს შევიდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „ქრისტიან-დემოკრატი“ ვაჟა ვერულიძე ამბობს, 925 000 ლარი წლის ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. თუმცა მანამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე მერიამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს, რასაც მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თენგიზ პეტრიძის განცხადებით კი, 925 000 ლარი მომავალი წლის ბიუჯეტში გადავა: „ეს თანხა მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის არის გამოყოფილი. პირველი ეტაპის სამუშაოები კი ჯერ არ დაფინანსებულა, რადგან ზიმოს, რომელიც ამ ქუჩებზე მუშაობს, ხარჯთაღრიცხვა არ წარმოუდგენია“.

წელს ქუჩების კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტში 52 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. მერიამ მხოლოდ 15 მილიონის ათვისება შეძლო. კითხვაზე, რატომ რჩებათ მერიაში მილიონობით აუთვისებელი ლარი, როცა ქუჩები და ტროტუარები წლობით კეთილმოუწყობელია? საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა ვერულიძე ამბობს: „გვეუბნებიან, რომ ტენდერები ჩაიშალა. ეს მერიის პრობლემაა. გამოთავისუფლებულ თანხას აუთვისებელ თანხას ეძახიან, რომელსაც საახალწლო ღონისძიებებში ან სხვა რამესი დახარჯავენ“.

ერთ-ერთი ასეთი „გამოთავისუფლებული“ თანხით, როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელი, ნაზი ფუტკარაძე ამბობს, „ქალაქის კეთილდღეობის საქმეში ჩართულ აქტივისტებს“ უმასპინძლებენ. ეს მასპინძლობა მერიას 16 245 ლარი დაუჯდება. ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, თამაზ დარჩიძის თქმით, „200 კაცზე გათვლილი ფართობი გვჭირდება, ამიტომ ფართობზე ტენდერი გამოვაცხადეთ 30 ნოემბერს. 21-ში გვეცოდინება, ვინ გაიმარჯვებს. 50-მდე ახალგაზრდას მერი ფასიან საჩუქრებსაც გადასცემს“.

გადაბეჭდვის წესი