დღეს, 4 აგვისტოს რამდენიმე წუთის წინ აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს შეეჯახნენ №9 ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი.
ბათუმის ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი. მათი თქმით დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
„ბათუმელებს“ ავტოავარიის შესახებ ინფორმაცია თვითმხილველმა მოაწოდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, შეტყობინება აღნიშულ შემთხვევასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.