აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სამინისტრო 2016 წელს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც:
- 2013, 2014 და 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;
- ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
- ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 % -სა.
დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
- სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
- დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
- მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი.
- სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.