ბათუმის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის მოსვლის გამო, მდინარეების ლეჩა და ყოროლისწყალის ამღვრევის მიზეზით, სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდა ე.წ. “ძველი ქსელი”-ს აბონენტებს: მაიაკოვსკის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს, ასევე ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.
მათივე ცნობით, წყალმომარაგება სავარაუდოდ 20:00 საათისთვის აღდგება.