მთავარი,სიახლეები

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვა გაგრძელდება

27.04.2016 • 2044
გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვა გაგრძელდება

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს წელს 279 ათას 128 ლარი გადაეცემა.

„გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 279 128 ლარი“ აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს გასულ წელს 220 ათასი ლარი გამოეყო. აქედან, მთავრობის ინფორმაციით, ათვისებულ იქნა 173 ათას 881 ლარი და 44 თეთრი.

აჭარის ფინანთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია „ქოლიერს ინთერნეიშენელი“ მუშაობს. „კონცეფციით განისაზღვრება, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის სამომავლო განვითარება,“ – აცხადებენ სამინისტროში.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: