კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში [ვიდეო]

27.04.2016 • 3448
„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში [ვიდეო]

25 აპრილს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ პირველი და მეორე მეოთხედფინალური თამაშები ჩატარდა.

მონაწილე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ:

  • მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“;
  • ილია ჭავჭავაძე – „კაცია ადამიანი?!“;
  • რიჩარდ ბახი – „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“;
  • ალბერ კამიუ – „უცხო“;
  • ბერტოლტ ბრეხტი – „კავკასიური ცარცის წრე“.

პირველი მეოთხედფინალური თამაში შედგა ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლისა [თაკო ბოლქვაძე; სოფო ბაბიჩევი; მარიამ ცინცაბაძე] და  ბათუმის №2 საჯარო სკოლის  [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი] გუნდებს შორის. აღნიშნული თამაშის შედეგებით, ანგარიშით 9:6, ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა ბათუმის №2 საჯარო სკოლა.

სკოლა „ნიკეს“ [მარიამ მიქელაძე, ივა ვარშალომიძე, გიგი დიასამიძე] და ბათუმის №20 საჯარო სკოლის[სალომე ციმნარიძე, ნათია ბასილაძე, ანა აბაშიძე] გუნდებს შორის გაიმართა მეორე მეოთხედფინალური თამაში, რომლის შედეგებითაც ნახევფინალურ ეტაპზე გადავიდა  ბათუმის №20 საჯარო სკოლა, ანგარიშით 15:5.

„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.

 

„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული სტუდია „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.

პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი.  გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ამავე თემაზე იხილეთ:

„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: