11 მარტს, 19:00 საათზე, გამომცემლობა მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“ სამი ახალი წიგნის – შერონ მ. დრეიპერის რომანი „გონების მიღმა“, სარა შეფარდის “პატარა საყვარელი მატყუარები” და ისააკ მერიონის “თბილი სხეულები” – პრეზენტაცია გაიმართება.
მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ ერთ-ერთი წიგნის, „თბილი სხეულების” მთარგმნელ დავით ბალიაშვილს.
პრეზენტაციის განმავლობაში 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება ეს და სხვა, ექვსი დასახელების წიგნი.