დღეს ბათუმის პიაცაზე დედის დღის აღსანიშნავად ფოლკლორული ფლეშმობი მოეწყო.
ფლეშმობში 5 სხვადასხვა ანსამბლის 350-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა, რომლებმაც დედებს ქართული და თანამედროვე ცეკვის სინთეზით მიულოცეს დედის დღე.
ფლეშმობის რეჟისორი აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ქორეგორაფი ამირან პაიჭაძეა.