სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს ბათუმში პერკირების წესების დარღვევის გამო სულ 518 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 420 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 51 – ნიშანში დგომის გამო, 34 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 8 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 4 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.
ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.