შსს ლენტი

ციხისძირში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 5 პირი დააკავა: „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამ უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 4 პირია დაკავებული, მათ შორის ერთი ჩაქვის პოლიციის განყოფილებაშია, ხოლო დანარჩენი სამი პოლიციის ქობულეთის განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით შსს-მ ხუთივე პირის დაკავება დაადასტურა.

აქციის მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უკანონო სამუშაოების შეჩერებას ისევ მოითხოვენ. ადგილზე რჩებიან პოლიციელები, ხოლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ზიმოს“ სამუშაო პროცესი შეჩერებული აქვს.

კომპანია “ზიმოს” წარმომადგენელმა დღეს “ბათუმელებთან” განაცხადა, რომ სამუშაოების გაგრძელების საშუალება მათ აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. „ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას, რომ არ გვაქვს მუშაობის გაგრძელების საშუალება. პოლიციელები უკვე მოვიდნენ და მოლაპარაკებას მართავენ აქციის მონაწილეებთან“

 

ავტორი