მთავარი,სიახლეები

ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის რეკომენდაცია არჩილ ხაბაძეს

10.02.2016 • 5913
ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის რეკომენდაცია არჩილ ხაბაძეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, ბულვართან დაკავშირებით  რეკომენდაციები თავმჯდომარეს უკვე წარუდგინა. კომისიის რეკომენდაციებს აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით 11 თებერვალს გაიმართება, რის შემდეგაც  მთავრობამ ბულვართან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადეს მიწვეულმა წევრებმა: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა.

ამონარიდი კომისიის ოქმიდან

ამონარიდი კომისიის ოქმიდან

კომისიის ოქმის მიხედვით, ბათუმის ძველ ბულვარში მესამე ბილიკის შენარჩუნების მიზნით უნდა გატარდეს შემდეგი პროცედურები: კონტრაქტორმა კომპანიამ შეაჩეროს მიმდინარე სამუშაოები, უნდა შემუშავდეს ალეას ახალი პროექტი; აღებულ იქნას ახალი ნებართვები, კომპანიასთან მიღწეული უნდა იქნას შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე და ბოლოს, ბათუმის ბულვარმა დაჩქარებული წესით განახორციელოს დარჩენილი პროცედურები, რათა სამუშაოები ტურისტულ სეზონამდე დასრულდეს.

ამონარიდი

ამონარიდი კომისიის ოქმიდან

ამონარიდი კომისიის ოქმიდან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბულვართან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილი სარეკომენდაციო კომისიის პირველი სხდომა 5 თებერვალს ჩატარდა.

არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით, კომისიას 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველეყო „ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის წარდგენა“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: