კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად: პირველი ეტაპი: 2016 წლის პირველი თებერვლიდან 11 მარტამდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2016 წლის პირველი მაისიდან 26 ივნისის ჩათვლით.
მეორე ეტაპი: 2016 წლის 2 მაისიდან 25 ივნისამდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2016 წლის 20 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე.
საჯარო ლექციები გაიმართება სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისათვის. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს.